ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა!
ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ ამ მწვანილს, რომელსაც ოხრახუში ეწოდება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მას ჯანმრთელობის მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.
თუ გსურთ სრულად შეითვისოთ მისი სასარგებლო თვისებებით, გირჩევთ, სცადოთ ეს ოხრახუშის ჩაი.
მანამდე კი გაგაცნობთ მისი გამოყენების შემთხვევაში თუ რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას თქვენი ორგანიზმისთვის.
კურნავს ნერვის დაზიანებას: ნეიროტოქსიკურობა ნერვის დაზიანების მთავარი მიზეზია. რას ნიშნავს ნეიროტოქსიკურობა? როდესაც პერიფერიული ნერვული სისტემის ან ტვინის დაზიანება ხდება ადამიანის მიერ შექმნილი ტოქსიკური ნივთიერებების გამო, როგორიცაა მძიმე ლითონები ან პესტიციდები.
ეს ტოქსინები ძალიან საშიშია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. ნერვები ტვინში ინფორმაციის გადაცემისა და დამუშავების მნიშვნელოვანი გზაა. ნერვების დაზიანება კი იწვევს ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებას.
ბოლო კვლევებმა დაამტკიცა, რომ ოხრახუშის წვენი ძალიან ეფექტურია ნეიროტოქსიკურობის სიმპტომების გასაუმჯობესებლად. აღმოჩნდა, რომ თაგვებში ნერვული სისტემის ტოქსიკურობა კადმიუმის გამო, რომელიც მძიმე ლითონია, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა ოხრახუშის წვენის გამოყენების შემდეგ.
ამცირებს ანთებას: ართრიტი, პოდაგრა და ოსტეოართრიტი ანთებით გამოწვეული დაავადებებია. საბედნიეროდ, ოხრახუში ამაშიც დაგეხმარებათ!
ოხრახუში უხვად შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ხელს უწყობს CRP-ის (c-რეაქტიული ცილა) დონის შემცირებას, რაც ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნილი ნაერთია და იწვევს ანთებას.
ოხრახუშის ჩაის რეცეპტი.
ინგრედიენტები: ოხრახუში - 4-5 ტოტი; წყალი - 3 ჭიქა; ლიმონი ½ ც; თაფლი - 1 ჩ.კ
მომზადება: აიღეთ თასი და დაამატეთ 3 ჭიქა წყალი. აადუღება წყალი დაბალ ცეცხლზე მდუღარე წყალში კი დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში და ½ ნაწილი ლიმონი. შემდგომ გამორთეთ ცეცხლი და გააჩერეთ ხსნარი 5 წუთის განმავლობაში. ბოლოს კი გადაწურეთ ხსნარი და ამოიღეთ ოხრახუში და ლიმონი ხსნარს კი დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და თქვენი უგემრიელესი ოხრახუშის ჩაი მზადაა!
გამოყენება: დალიეთ ეს ჩაი დღეში ერთხელ, რათა თავიდან აიცილოთ მრავალი დაავადება.