სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და შევიმციროთ კანქვეშა ცხიმი ჭარხლის დახმარებით?!..

როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი და შევიმციროთ კანქვეშა ცხიმი ჭარხლის დახმარებით?!..

აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ჭარხალი. ამ საოცარ ბოსტნეულს უძველესი დროიდან იყენებენ გარკვეული პათოლოგიური პროცესების სამკურნალოდ.

ჭარხალი როგორც ნიორი გაჯერებულია რკინით, აგრეთვე შეიცავს დიდი რაოდენობით იოდს როგორც კომბოსტო. ის საწყობია სასარგებლო საკვები ნივთიერებების, რომელსაც შეუძლია მეტაბოლიზმის ასწრაფება.

ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით მინერალებს. მათ რიცხვს მიეკუთნება ფოლიუმის მჟვა და კალიუმი, რომლებიც გულს იცავს უარყოფითი ფაქტორების ზემოქმედებისგან, სპილენძი, რომელიც ორგანიზმს ათავისუფლებს თავისუფალი რადიკალებისგან, მაგნიუმს, რომელიც აუცილებელია ძვლებისთვის, იოდს, რომელიც მონაწილეობას იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბიოსინთეზში, ფოსფორი და რკინა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის მომატებას.

ჭარხლისგან სასარგებლო კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ხახვი 2 თავი
  • ჭარხალი 2-3 თავი
  • ძმარი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესები: გათალეთ ჭარხალი და მოხარშეთ მარილიან წყალში. შემდეგ  დაჭერით პატარა კუბიკებად და დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაასხით ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი და კარგად აურიეთ.

სალათი მომზადება უმარტივესია, მაგრამ ამავე დროს ძალიან სასარგებლოა და ხელს უწყობს სწორი ნაწლავის დაცლას, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციონირებას, დადებითად მოქმედებს მხედველობის აღდგენაზე.

მოამზადეთ უმარტივესი, მაგრამ საოცრად სასარგებლო სალათი და გასაოცარ შედეგს მიიღებთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!