სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ გსურთ ავადმყოფობამ არასოდეს შეგაწუხოთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს მცენარე კერძებში!

თუ გსურთ ავადმყოფობამ არასოდეს შეგაწუხოთ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს მცენარე კერძებში!

"არტიშოკს, რომელსაც ქანგარსაც ეძახიან, ბევრი მხოლოდ დეკორატიული დანიშნულებით იყენებს ბაღების გასალამაზებლად, ჩვენს ოჯახში კი ამ მცენარეს უნიკალურ მკურნალად მივიჩნევთ.

ჩემი ბებია და პაპა დღეგრძელები არიან (პაპა 94-ის არის, ბებია — 81-ის). ბებოს გარეგნობა ახალგაზრდა ქალებსაც აკვირვებთ. ჩვენს ოჯახში ყველა ჯანმრთელია და ამის მიზეზი არტიშოკის კერძებია. თუ გსურთ, რომ არასოდეს შეგაწუხოთ ღვიძლმა, თირკმელებმა, საშარდე და სასქესო ორგანოებმა, გირჩევთ, სალათებში გამოიყენოთ არტიშოკი. გემოთი იგი კაკალს მიაგავს. ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად კი ყოველ სეზონზე უნდა ჩაიტაროთ პროფილაქტიკური კურსი ამ მცენარის ახალგამოწურული წვენით.

არტიშოკი (ფოთლიან-ფესვიანად) გაწურეთ წვენსაწურში ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და შემდეგ გაწურეთ. სვით 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში. უმჯობესია, ყოველი მიღების წინ ახალი წვენი გამოწუროთ, რათა დამჟავების პროცესმა დაწყება ვერ მოასწროს. ზამთრისთვის კი შეგიძლიათ არტიშოკის ფესვები გაახმოთ და ნახარში ან ნაყენი მოამზადოთ.

1 ჩ/კ დანამცეცებული ფესვი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი. 1 საათის შემდეგ გადაწურეთ და სვით დღის განმავლობაში თბილ-თბილი. ბებო ამბობს, რომ ეს ნაყენი განსაკუთრებით უხდება ასაკოვან ადამიანებს, რადგან არტიშოკში ორგანიზმის გამაახალგაზრდავებელი ნივთიერებები შედის".

ექიმის კომენტარი: არტიშოკი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ჩვენში ეს მცენარე ზოგიერთ რეგიონშია გავრცელებული. საკვებში იყენებენ თანაყვავილედის ყვავილსაჯდომისა და მცენარის გარსის შესქელებული ქერცლების ნაწილებს. არტიშოკი შეიცავს 3% ცილებს, 10-15% ნახშირწყლებს, C, B, B, ვიტამინებს, კაროტინს და ცინარინს. არტიშოკის ნაზ რბილობს სასიამოვნო გემო აქვს და დიეტურ პროდუქტს წარმოადგენს. ვიტამინებისა და ცინარინის შემცველობის გამო ეს მცენარე კარგია ასაკოვანი ადამიანებისა და ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის.

მცენარის ნახარშს იყენებენ ყაბზობისა და ღვიძლის დაავადებების დროს, რადგან ცინარინს აქვს ნაღველმდენი, ანტიჰეპატიტოქსიკური და შარდმდენი თვისებები. არტიშოკს ძველად სამკურნალოდ იყენებდნენ საქართველოშიც. ის ითვლებოდა შარდმდენად და ხელს უწყობდა შესივებულის დაცხრომას, სპობდა ქერტლს, ოფლის სუნს და მკბენარს. იხმარებოდა პირღებინების გამოსაწვევადაც. მის შესახებ ცნობებს ძველ ქართულ კარაბადინებში ვხვდებით.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!