თუ გსურთ სიბერე ათეროსკლეროზის გარეშე გაატაროთ, მაშინ ეს სამკურნალო რეცეპტი თქვენი მშველელი გახდება!
ეს სამკურნალო რეცეპტი თქვენი მშველელი გახდება! სიბერეს კი ათეროსკლეროზის გარეშე გაგატარებინებთ..
ბოლო დროს თავს ცუდად ვგრძნობდი, ხან თავი მტკიოდა, ხან წნევა მიწევდა. ექიმმა მითხრა, ეს ათეროსკლეროზის ბრალია და დაავადება ასაკის მატებასთან ერთად უფრო ღრმავდება, მის წინააღმდეგ ეფექტიანი საშუალება კი არ არსებობსო.
70-ს უკვე გადავცილდი, მაგრამ სულაც არ ვაპირებ დავმორჩილდე ბედს. წამლები არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ვაფასებ ხალხურ რეცეპტებს. დედაჩემი მთელი ცხოვრება აგროვებდა , იწერდა, სადაც რას მოისმენდა და ათასგვარ წამალს ამზადებდა . სწორედ დედაჩემის ჩანაწერებში ვიპოვე ათეროსკლეროზის სამკურნალო რეცეპტი:
1 ლ წითელი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გახეხილი პირშუშხა,2 ცალი კანიანად დაჭრილი ფორთოხალი. ეს ნარევი დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვადუღოთ 20 წუთი, შევაგრილოთ და შევდგათ მაცივარში. ვსვათ 2-2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ჭამიდან 1 საათის შემდეგ. დავიწყე მკურნალობა. ორ კვირაში ვიგრძენი უკეთესობა — თითქმის ყველა პრობლემა მომეხსნა. წამალი მთლიანად უნდა დალიოთ (არაფერი დატოვოთ). მკურნალობა 6 თვეში ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მის მიღებას ყველა ხანში შესულ ადამიანს ვურჩევ.
ექიმის კომენტარი: რეცეპტში შემავალი ყველა კომპონენტი სისხლის რეოლოგიური თვისებების გამაუმჯობესებელი ეფექტით ხასიათდება. წითელი ღვინო ანტიოქსიდანტია და კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, პირშუშხა — სისხლძარღვთა კედლის მდგომარეობაზე და აფერხებს ენდოთელიუმის ათეროსკლეროზულ ცვლილებებს.
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით