ღამე ფეხის ძარღვის განასკვა ალბათ ყველას დამართნია და საშინელი ტკივილი უმრავლესობას გამოცდილი აქვს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც გძინავთ.
ასეთი რამ ემართებათ მათ ვინც: ხშირად ზის ფეხიფეხ გადადებული; ზიხართ არასწორად; მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა გიწევთ; ფეხის კუნთები გეჭიმებათ.
ასევე შესაძლოა ძარღვის განასკვის მიზეზი გახდეს: ალკოჰოლიზმი; ორსულობა; დეჰიდრატაცია; ენდოკრინული ცვლილება ორგანიზმში; ფეხების სიმსუქნე; პარკინსონის დაავადება;
არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ამ მტკივნეულ შემთხვევას აგარიდებთ: სანამ დაიძინებთ თბილი შხაპი მიიღეთ და ფეხის კუნთები ხელით დაიმუშავეთ;
მიიღეთ ვიტამინები მაგნიუმი და კალიუმი; ფეხსაცმელი, რომელსაც ატარებთ კომფორტული და ერგონომიკის დაცვით უნდა იყოს შექმნილი; სანამ დაიძინებთ გააკეთეთ სხეულის გაწელვა.
და მაინც თუ ფეხზე ძარღვი გაგენასკვებათ შემდეგნაირად მოიქეცით: თავს ძალა დაატანეთ, რომ ადგეთ და გაიაროთ; ფეხი სწრაფად აამოძრავეთ, ამ დროს სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება და ტკივილი გაივლის; განასკვულ ძარღვზე ხელი წრიულად ამოძრავეთ.