ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობახველის საწინააღმდეგო წამალს კაკაოთი მოამზადებთ! საოცად მარტივი და ეფექტური მეთოდია..

ხველის საწინააღმდეგო წამალს კაკაოთი მოამზადებთ! საოცად მარტივი და ეფექტური მეთოდია..

ამ საოცარი წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: 300 გრ კარაქი; 300 გრ თაფლი; 1 ჭიქა შაქარი; 100 გრ კაკაოს ფხვნილი

როგორ უნდა მოვამზადოთ?: კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ. ამ მიზნით მიკროტალღური ღუმლის გამოყენებას არ გირჩევთ, შემდეგ გამდნარი კარაქი პატარა ქვაბში გადაიტანეთ და სუსტ ცეცხლზე დადგით. თაფლი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ მასა არ ადუღდეს. შემდეგ შაქარი დაუმატეთ. ცეცხლიდან არ გადმოდგათ, შაქრის გახსნამდე ხარშეთ. და ბოლოს, კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ.

შოკოლადის მასის ოდნავ გაგრილებამდე ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ. ასე შეგიძლიათ 6 თვემდე შეინახოთ.

მისი გამოყენების წესი: 1 ს/კ მზა მასა 1 ჭიქა ცხელ რძეში გახსენით და თბილი დალიეთ. სასმელი ძალიან გემრიელი გამოდის. ბავშვებიც და უფროსებიც მას სიამოვნებით სვამენ.

კაკაო რეკომენდებულია როგორც საშუალება, რომელიც გაღიზიანებულ ყელს ამშვიდებს და მშრალი ხველის შეტევას ამსუბუქებს. ეს კაკაოში შემავალი თეობრომონის ხარჯზე ხდება. ასეთი ეფექტი მიიღწევა ნერვულ დაბოლოებებზე დამამშვიდებელი გავლენით, რომელიც ფილტვებსა და ტვინში გადის. არ დაგავიწყდეთ, რომ კაკაო სასარგებლო, მაგრამ ალერგიული პროდუქტია, ამიტომ მისი გადაჭარბებულად მიღება არ შეიძლება.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!