ყურადღება მიაქციეთ კვებას მეხსიერებისა და, საზოგადოდ, თავის ტვინის ნორმალური მუშაობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვან კვებას ამინმჟავების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების სათანადო რაოდენობას.
რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა მეხსიერების გასაუმჯობესებლად? - ბებიაჩემი ყოველწლიურად სვამდა ნივრის სპირტიან ნაყენს, როგორც ამბობდა, ეს ნაყენი უებარია მეხსიერებისათვის. იგი 95 წლის გარდაიცვალა და მართლაც შესაშური მეხსიერება ჰქონდა. მას არასოდეს ჰქონია წნევა.
აი,ეს რეცეპტიც: 40 გრამ ნიორს დაასხით 100 გ სპირტი. მოათავსეთ თავდახურულ ჭურჭელში, დაუმატეთ პიტნის წვეთები (გემოსათვის). მიიღეთ 10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ექიმის კომენტარი: ნიერის სპირტიანი ნაყენი სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ რეცეპტთა შორის არაერთგზის გვხვდება, როგორც ათეროსკლეროზული პროცესის ეფექტური დამამუხრუჭებელი საშუალება, ათეროსკლეროზი კი არის ტვინის სკლეროზული გადაგვარების საფუძველი, აგრეთვე, ჰიპერტონიული დაავადების (წნევის) პათოგენეზური მექანიზმი. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ნაყენი ზოგჯერ აღიზიანებს კუჭს და თუ კუჭ-ნაწლავის დაავადება გაწუხებთ, ფრთხილად უნდა მიიღოთ.