ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგთავაზობთ რევმატიზმის სამკურნალო ეფექტურ ხალხურ საშუალებას! ბებიის რეცეპტებიდან ეს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა..

გთავაზობთ რევმატიზმის სამკურნალო ეფექტურ ხალხურ საშუალებას! ბებიის რეცეპტებიდან ეს ყველაზე ეფექტურად მიიჩნევა..

გთავაზობთ რევმატიზმის სამკურნალო ეფექტიან ხალხურ საშუალებას. ჩემთვის ცნობილია ასეთი წამლის რეცეპტი:

იღებენ სქელ კედლიან ბოთლს, მასში ასხამენ 150გ ზეითუნის ზეთს (შეიძლება პროვანსული ზეთიც). შემდეგ ყრიან 10-დან 20-მდე წითელი წიწაკის პარკებს იმის მიხედვით, როგორი სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ამატებენ 150გ კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, ანჯღრევენ, აცობენ საცობს და დგამენ ცხრა დღის განმავლობაში თბილ ადგილას. ანჯღრევენ ყოველდღე. ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილებს ღამღამობით. დღისით იცვამენ შალის წინდებს.

ექიმის კომენტარი: აღნიშნულ რეცეპტში ორი კომპონენტი — ნავთი და წიწაკა მტკივნეულ უბანზე წასმისას გამოიწვევს კანის ნერვული დაბოლოებების — რეცეპტორების გაღიზიანებას, რასაც შედეგად მოჰყვება სახსრების ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება და ანთების უკუგანვითარება. ზეთს კი ამ შემთხვევაში კანის გაღიზიანებისაგან დამცავი ფუნქცია აქვს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!