ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა“ამ რეცეპტის გამოყენებით შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადების— შარდის შეუკავებლობისაგან”. ეს ინფორმაცია...

“ამ რეცეპტის გამოყენებით შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადების— შარდის შეუკავებლობისაგან”. ეს ინფორმაცია ყველას გამოგადგებათ!..

გიგზავნით რეცეპტს, რომლის გამოყენებითაც შევძელი თავი დამეღწია შემაწუხებელი დაავადებისაგან — შარდის შეუკავებლობისაგან.

ვიცი, რომ ეს პრობლემა ბევრ ასაკოვან ადამიანს აწუხებს, განსაკუთრებით — ქალებს. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ კრაზანა და ასისთავა, აიღეთ ამ ნარევის 2 ს/კ, დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 15 წუთი, შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ და სვით, როგორც ჩაი. მკურნალობის კურსი 20 დღეა, შეისვენეთ 1 თვე და ისევ გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი: კრაზანა მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედებით გამოირჩევა. აღსანიშნავია მისი ანტიბაქტერიული, სპაზმოლიტური (სპაზმების მომხსნელი), ანთების საწინააღმდეგო, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი ზემოქმედება ორგანიზმზე. ნერვულ სისტემაზე კი მოქმედებს როგორც ნერვული აღგზნების მარეგულირებელი საშუალება; ამდენად, ეს მცენარე საშარდე გზებთან დაკავშირებული პრობლემების დროს ფართო სპექტრის მოქმედების პრეპარატს წარმოადგენს. აცხრობს ანთებით პროცესს, ებრძვის ინფექციას, არეგულირებს საშარდე გზების მაინერვირებელ ნერვულ იმპულსებს, წმენდს თირკმელებს და შარდსაწვეთებს მარილოვანი ნალექებისაგან.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!