ბევრი ადამიანი უჩივის ზამთარში ადვილად დაღლას, ნერვულ გადაძაბვას. ასეთი რამ ადრეც მჭირდა და ახლაც ვგრძნობ ხოლმე, როგორც ჩანს, ყველაფერი დეპრესიას უკავშირდება, ახლახან მივაგენი დეპრესიის საწინააღმდეგო ნაყენის რეცეპტს:
გარეცხილ ხორბალს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ ნახევარი საათი. შემდეგ შეაგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ ეს ნახარში 1/3 ჭიქა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ხორბლის ნახარში ამაგრებს ორგანიზმს, ზრდის იმუნიტეტს, ამშვიდებს ნერვებს.
კიდევ მასწავლეს ასეთი რამ: ხორბალი დათესეთ ქოთანში და ახალნაზარდი ჯეჯილი გამოიყენეთ ყოველდღიურად ხან ნაყენის მოსამზადებლად, ხანაც საჭმელად. ეფექტის მოსალებად ერთი თვე მაინც დაგჭირდებათ.
ექიმის კომენტარი: ხორბალი უხვად შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, სახამებელს. სწორედ ვიტამინთა ეს ჯგუფი უზრუნველყოფს ხორბლის ნაყენის მრავალმხრივ დადებით ეფექტს, მათ შორის დეპრესიის საწინააღმდეგო მოქმედებას. სახამებელი კი კუჭ-ნაწლავის მოქმედებას აწესრიგებს.
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით