სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა"ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე! ჩვენს ოჯახში მას წარმატებით...

“ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე! ჩვენს ოჯახში მას წარმატებით ვიყენებთ”..

რეცეპტს გვიზიარებს მკითხველი თავისივე გამოცდილებით:

"ბებიაჩემისგან ყელის ტკივილის საწინააღმდეგო ერთი უებარი საშუალება ვისწავლე. ჩვენს ოჯახში მას წარმატებით ვიყენებთ გაციების დროს: 2-3 ნაჭერი კანგაცლილი ლიმონი ერთიმეორის მიყოლებით ჩაიდეთ პირში და დააყოვნეთ . შეეცადეთ, ლიმონის ნაჭერი ყელთან რაც შეიძლება ახლოს იყოს. წოვეთ და წვენი ყლაპეთ. ეს პროცედურა ყოველ საათში გაიმეორეთ, ვიდრე შვებას არ იგრძნობთ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ იგი ეფექტიანია დაავადების დაწყებისას. ხოლო თუ მკურნალობა დაგვიანებულია, ლიმონი უძლურია და მის ნაცვლად ლიმონის მჟავა უნდა გამოიყენოთ — საათში ერთხელ ყელში გამოივლეთ მისი 30%-იანი ხსნარი".

ექიმის კომენტარი: ლიმონი მართლაც უებარი საშუალებაა გაციების დროს. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს, რომელიც ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას მატებს.  ამიტომ ლიმონის ნაჭრის წოვის დროს ხდება ორმაგი ზემოქმედება ინფექციაზე — ხელი ეშლება ბაქტერიების (ვირუსების) გამრავლებას და იზრდება ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა. აქედან გამომდინარე, აღნიშნული რეცეპტი სავსებით რეალურია და ეფექტიანი უნდა იყოს ზემო სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტის (სასის ანთება), ფარინგიტის (ხახის ანთება), ანგინის (ნუშურა ჯირკვლების ჩირქოვანი ანთება) დროს. თუმცა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: ვისაც აქვს მომატებული მჟავიანობა, შესაძლოა, ლიმონმჟავის ჭარბად მიღებამ გაუღიზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!