ადამიანების უმრავლესობა, თვლის, რომ ტკივილი დაბერების პროცესის ნაწილია. ბევრს სახსრების და ზურგის ტკივილი დილიდანვე აწუხებს. შესაძლებელია ეს ვიტამინების ნაკლებობით არის გამოწვეული.კვლევების თანახმად, სახსრების ტკივილი D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდება. ეს კი, ხშირად ართრიტს და სხვა პრობლემის გამოწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს.
D ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები: ფეხებში წვის შეგრძნება; ცუდი ძილი; ფეხების ტკივილი.
როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა?: მდგომარეობის გამოსწორების საუკეთესო გზა– მზეზე ყოფნაა. 10 წუთი მზეზე და ვიტამინის მიღების დღის ნორმა შესრულებულია! ამ ვიტამინს იპოვით შემდეგ პროდუქტში: ორაგულში, სოკოში, თინუსში, სკუმბრიაში და კვერცხის გულში.
თუ გადაწყვიტეთ D ვიტამინის დანამატები მიიღოთ, აირჩიეთ ის დანამატი, რომელიც D3–ს და არა D2–ს შეიცავს. ეს ვიტამინის ის ტიპია, რომელიც გჭირდებათ.