გაციებისა და ყელის ტკივილის პრობლემა თითქმის ყველას აწუხებს, ამიტომ ჩვენ გთვაზობთ ამ პრობლემების სამკურნალოდ ტრადიციულ მეთოდს- ვირისტერფათი მკურნალობას.
ამისთვის საჭიროა ვირისტერფს ფოთლები. ზამთარში გამხმარი ფოთლების ნაყენი მოამზადეთ შემდეგნაირად. (1 ს/კ) ვირისტერფას ფოთოლი მომინანქრებულ ჭურჭელში ჩადეთ, დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და თავდახურული წყლის აბაზანაში 15 წუთს გააჩერეთ. ხშირ-ხშირად ურიეთ, შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ, გადაწურეთ, ფოთლებიც მაქსიმალურად გამოწურეთ.
ნაყენი მდუღარე წყლით 200 მლ-მდე შეავსეთ. შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. უნდა სვათ თბილ-თბილი, 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, ეს ნაყენი, გარდა ყელის ტკივილისა, შეგიძლიათ ბრონქიტის, ხველის დროსაც გამოიყენოთ, მერწმუნეთ უებარია."
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით