სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგსურთ მარტივად უმკურნალოთ ცისტიტს და თავი დააღწიოთ ხელების ცახცახს?! მაშინ ეს უნიკალური...

გსურთ მარტივად უმკურნალოთ ცისტიტს და თავი დააღწიოთ ხელების ცახცახს?! მაშინ ეს უნიკალური რეცეპტები უდაოდ გამოგადგებათ..

რით ვუშველოთ ცისტიტს და ხელების ცახცახს?

ცისტიტის დროს ოც ცალ ნუშის გულს დაასხით ცხელი წყალი, შემოაცალეთ კანი, გაამშრალეთ და დაჩეჩქვეთ (არ დანაყოთ). ჩაყარეთ ჭიქაში და დაასხით ქაფქაფა წყალი, აავსეთ ჭიქა . ეს ნაყენი მოამზადეთ საღამოს დილით უზმოზე მიირთვით წყალიც და დაჩექვილი ნუშიც. ასე გააკეთეთ 10 დღე, შემდეგ შეისვენეთ ათი დღე და გაიმეორეთ. სამი ათდღიანი მკურნალობა არის სრული კურსი.

მინდა მოგაწოდოთ კიდევ ერთი რეცეპტი: თუ ხელები გიცახცახებთ, აპრილში შეაგროვეთ კაკლის მოგრძო, ჭიაყელას მსგავსი ყვავილი. გარეცხეთ, რადგან მიწაზე იყრება, გააშრეთ და ჩრდილში გაახმეთ. ერთ მუჭა გამხმარ ყვავილს დაასხით 3 ლ წყალი, ადუღეთ მანამ, სანამ წყალი ლიტრნახევრამდე არ დადგება. ეს განსაკუთრებული გემოსა და სუნის სითხე გაწურეთ, ჩაასხით ჭურჭელში.

50 გრამი მიიღეთ სამჯერ დღეში. თუ ერთმა კურსმა არ გიშველათ, გაიმეორეთ რამდენჯერმე.

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებული ორივე რეცეპტი საინტერესოა, საშარდე გზების დაავადებათა მკურნალობისას ხალხური მედიცინა ნუშის რძეს დიდი ხანია იყენებს. მას ანტიანთებითი, მსუბუქი შარდმდენი და სამარდე გზების შიგნითა ზედაპირის რეგენერაციული თვისებები აქვს. ქრონიკული ცისტიტის შემთხვევაში ეს საშუალება ნამდვილად მოგცემთ შედეგს, თუმცა, ამასთან ერთად, უნდა შეგახსენოთ, რომ გესაჭიროებათ სითბო და დიეტა (ერიდეთ მწარე, ნი- წაკიან პროდუქტებს, ტკბილ გაზიან სასმელს).

რაც შეეხება მეორე რეცეპტს, სავარაუდოა, რომ წერილის ავტორის შემთხვევაში ხელების ცახცახი იოდის დეფიციტს უკავშირდებოდა, რადგან ცნობილია, რომ კაკალი- მისი ნაყოფი, ფოთოლი და ყვავილი განსაკუთრებით სწორედ ამ მინერალითაა  მდიდარი.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!