ყველაფერი არც ისე რთულია!
ჰორმონები ქიმიური მესინჯერებია, რომლებიც ასტიმულირებენ უჯრედებს და კოორდინაციას უწევენ სხეულის ფუნქციებს. თქვენი ჯირკვლები აწარმოებენ ჰორმონებს და ათავისუფლებენ მათ სისხლში, სადაც ისინი მიემართებიან სხეულის სხვადასხვა ორგანოებში. არსებობს მრავალი სახის ჰორმონი და თითოეული მათგანი გარკვეულ როლს ასრულებს თქვენი სხეულის ფუნქციონირებაში. ჰორმონებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თქვენს წონაზე, განწყობაზე და აქტივობაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმონები ძალიან მცირე ნაწილაკებია, მათ შეუძლიათ დიდი ზეგავლენა მოახდინონ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე. თუ სწორი მკურნალობის მეთოდს გამოიყენებთ, მას შეუძლია დააბალანსოს თქვენი ჰორმონები და გააუმჯობესოს თქვენი ჯანმრთელობა. მეორეს მხრივ, ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება გაგრძნობინოთ დაღლილობა, უხასიათობა და მოგმატოთ ჭარბი წონა.
ბევრმა ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰორმონების დისბალანსი: მათ შორის სტრესმა, შფოთვამ და დიეტამაც კი. საბედნიეროდ, არსებობს ბუნებრივად ჰორმონების დასარეგულირებელი გზები წონის დასაკლებად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
წარმოგიდგენთ სამ მაგალითს:
არ მიმართოთ უკიდურეს დიეტას: დიეტა ნამდვილად მაცდურად ჟღერს მაშინ, როდესაც გსურთ წონაში სწრაფად დაკლება. თუმცა სამწუხაროდ, ამ ტიპის დიეტას უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. კალორიების მკვეთრად შემცირებამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ფარისებრი ჯირკვლიდან ნაკლები ჰორმონების გამომუშავება. როდესაც თქვენი ჰორმონების დონე იკლებს, მეტაბოლიზმი შენელდება, რაც ენერგიას გაკარგვინებთ
თქვენი ჰორმონების და მეტაბოლიზმის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თქვენს დიეტაში შეუთავსეთ ჯანსაღი ცხიმები და ცილები მთლიანი მარცვლეულის ნახშირწყლების და ბოჭკოების დახმარებით. მიზანია ამ მეთოდით ჭამა დიეტის მსვლელობის დაახლოებით 80 პროცენტში. დანარჩენ დროს, ისიამოვნეთ გონივრული კერძებით.
ფიზიკური ვარჯიში: ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვანია მრავალი მიზეზისდა გამო, მათ შორის წონის დაკლებისთვის. ზომიერი და ინტენსიური აქტივობები ასტიმულირებს ენდორფინების გამოყოფას, რომლებიც „თავს კარგად გაგრძნობინებთ“, ჰორმონები, რომლებიც ამაღლებენ თქვენს განწყობას და ამცირებს ტკივილს.
ვარჯიშის დივერსიფიკაციისთვის მოუსმინეთ ოპტიმისტურ მუსიკას ვარჯიშის დროს. მუსიკა აძლიერებს სეროტონინის გამოყოფას, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც ასევე აუმჯობესებს განწყობას. ენდორფინებთან ერთად, სეროტონინი გაბედნიერებს და დაგეხმარებათ ცხიმების დაწვაში.
საკმარისად გამოიძინეთ:
როდესაც საკმარისად კარგად არ გძინავთ, ამ დროს თქვენი სხეული არ გამოიმუშავებს საკმარის ლეპტინს, ჰორმონს, რომელიც აკონტროლებს თქვენს მადას და წონას. ძალიან ცოტა ლეპტინი გგვრით მუდმივი შიმშილის შეგრძნებას, ასე რომ თქვენ მიირთმევთ იმაზე მეტ საკვებს, ვიდრე გჭირდებათ. ამან შეიძლება გამოიწვიოს წონის მატება.
ჰორმონის წარმოების გასაზრდელად, შეეცადეთ დაიძინოთ შვიდიდან ცხრა საათის განმავლობაში. საძინებელში გრილი, სუფთა ჰაერი დაგეხმარებათ უკეთ დაძინებაში.