გაწუხებთ შაქრიანი დიაბეტი და გაქვთ შეშუპებული ქვედა კიდურები? ამ საშნელი დავადებისგან თავის დაღწევის მიზნით ჩვენ გირჩევთ: წაისვათ შეშუპებულ კიდურზე მთლიანად თაფლი, შემდეგ დაფხვენით ასპირისნის 4 ტაბლეტი და ასევე შეიზილეთ თაფლთან ერთად შეშუპებულ ფეხზე.
ოროვანდის ფოთოლი კი დაიდეთ ზემოდან სამ ფენად ( ფოთლის ქვედა მხარე). ეს ყოველივე შეიხვიეთ და დააფიქსირეთ შალით და მიწექით დასასვენებლად. გააკეთეთ ეს ყველაფერი დღეში 2-ჯერ. 5 პროცედურის შემდეგ, შეშუპება შემცირდება. კიდური კი ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდება.
შედეგის გამოჩენიდან შეხვევები შეგიძ₾იათ მხოლოდ ღამით გაიკეთოთ და საკმარისი იქნება. ხოლო თუ გსურთ მცენარის ფოთლები შეგიძლიათ ზამთრისთვისაც მოიმარაგოთ. ფოთლები გააშრეთ და შეინახეთ, ზამთარში გამოყენებამდე კი თბილ წყალში ჩადეთ ხოლმე, როგორც კი დარბილდება გამოიყენეთ შესახვევად.
რაც შეეხება ოროვანდის ფესვებს შეგიძლიათ ასე გამოიყენოთ: 1 ჩაის კოვზი მცენარი დამტვრეული ფესვი ხარშეთ გარკვეული პერიოდი წყალში. შემდეგ 0.5 ჭიქა დალიეთ ჭამამდე 15 წუთით ადრე. შაქარი საგრძნობლად დაიკლებს ( მაგ: 12-დან 6,3-მდე შემცირდება).
შაქრიანი დიაბეტი: შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ ხალხურ და ოფიციალურ მედიცინაში ოროვანდის ფესვების ინფუზია გამოიყენება. ექსპერიმენტულად დადგენილია, რომ ფესვის მოხმარება ზრდის გლიკოგენის რაოდენობას ღვიძლში, ასტიმულირებს პროტეოლიზური ფერმენტების წარმოქმნას და აუმჯობესებს პანკრეასის მუშაობას ინსულინის წარმოებაში.
უკრაინელი მეცნიერის ს. ტომილინის კვლევის მონაცემების თანახმად, ახალმა ოროვანდის ფესვმა თხევადი ექსტრაქტის სახით შესანიშნავი შედეგები აჩვენა.
დიაბეტიანებს ვაძლევ ეფექტური შეგროვების რეცეპტს.
რეცეპტი: თანაბარ ნაწილებად: ოროვანდის ფესვები, ლობიოს ძირები, მოცვის ფოთლები, კაკლის ფოთლები, 1 ლიტრი წყალი. მომზადების მეთოდი: მიიღეთ 4 ს.კ. ლ ნარევი, დაასხით ცივი წყალი, გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ადუღეთ 5 წუთი, გააჩერეთ კიდევ ერთი საათი, გადაწურეთ. მიიღეთ 3/4 ჭიქა დღეში 5 – ჯერ ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
ბევრ ქვეყანაში ოროვანდის ფესვებს იყენებენ სამკურნალოდ, განსაკუთრებით ბულგარეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, გერმანიაში. მაგრამ განსაკუთრებული დამოკიდებულება ოროვანდისადმი ჩინეთსა და იაპონიაშია. ჩინურ მედიცინაში მცენარის ყველა ნაწილი, თესლიც კი გამოიყენება, ისინი სხვადასხვა წარმოშობის შეშუპებას მკურნალობენ. იაპონიაში, ოროვანდის კულტივირებულია ბოსტნეულის ბაღებში, უგემრიელეს ჯიშს "გობოს" უწოდებენ.
სხვათა შორის, იაპონია და საფრანგეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოროვანდი კულტივირებულია ადამიანის საკვებად. ნივთიერებების შემცველობით, ოროვანდი პირველ ადგილზეა ყველა ბოსტნეულს შორის, ისინი, სხვათა შორის, ხელს უწყობენ კუჭის გაწმენდას. ამ თვისებების გამო, იაპონიაში უკიდურესად პოპულარულია ოროვანდი, როგორც დაბალკალორიული პროდუქტი სხვადასხვა კერძებისთვის.