ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeმოგზაურობაროგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად ? 

როგორ ვიმოგზაუროთ ბიუჯეტურად ? 

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო ან ახალი ქალაქების აღმოჩენა საოცარი გამოცდილებაა, თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ამისთვის დიდი ფინანსები და რესურსების საჭირო. სინამდვილეში, სწორი დაგეგმვით და რამდენიმე რჩევის გათვალისწინებით, შეგიძლიათ საკმაოდ ბიუჯეტურად იმოგზაუროთ და არაერთი დაუვიწყარი მომენტი აჩუქოთ საკუთარ თავს ამიტომ გაიგეთ რა შეიძლება წაიღოთ ხელბარგით.

1. დაგეგმეთ მოგზაურობა წინასწარ

ბიუჯეტური მოგზაურობის მთავარი გასაღები წინასწარი დაგეგმვაა. სტატისტიკურად, ავიაბილეთებზე ყველაზე დაბალ ფასს ავიაკომპანიები და სააგენტოები, 1-2 თვით ადრე გვთავაზობენ ხოლმე. ეს იმიტომ, რომ თვითმფრინავში ადგილების რაოდენობა ჯერ კიდევ ბევრია. გაითვალისწინეთ, რაც უფრო ახლოვდება გამგზავრების თარიღი, მით უფრო იმატებს ავიაბილეთების ფასები.

2. შეარჩიეთ არასეზონური პერიოდი

 შეარჩიეთ სეზონი, როდესაც ტურისტული ნაკადი დაბალია. მაგალითად, ბევრი ქვეყანა არასეზონურ პერიოდში უფრო დაბალ ფასებს გვთავაზობს როგორც ავიაბილეთებზე, ისე სასტუმროებზე, ღირსშესანიშნაობებსა თუ რესტორნებში. გარდა ამისა, არასეზონურ პერიოდში ნაკლები ტურისტია და მარტვიად შეძლებთ ყველა ადგილის მონახულებას.

3. ისარგებლეთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიებით

როდესაც თქვენს სასურველ მიმართულებაზე ავიაბილეთების ფასები მაღალია, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები იდეალური გამოსავალია. ასეთი კომპანიებიდან ხშირად შეგიძლიათმიიღოთ საინტერესო შეთავაზებები, განსაკუთრებით, თუ მოგზაურობას რამდენიმე თვით ადრე დაგეგმავთ. მაგალითად, ისეთ ავიახაზებს, როგორიცაა Wizz Air, ხშირ შემთხვევაში ძალიან ხელმისაწვდომი ფასები აქვს ბევრი მოთხოვნად მიმართულებაზე. 

გასათვალისწინებელია, რომ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები ხშირად უფასოდ მხოლოდ ხელბარგის წაღების საშუალებას გვაძლევენ, ამიტომ გონივრულად უნდა აირჩიოთ ნივთები,   რა შეიძლება წაიღოთ ხელბარგით .

4. იმოგზაურეთ მსუბუქად

როდესაც ბიუჯეტურ მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, ნაკლები ბარგი საუკეთესო არჩევანია. პირველ რიგში, ეს გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დამატებითი თანხა არ გადაიხადოთ ბარგის ჩაბარებისთვის, განსაკუთრებით დაბალფასიან ავიახაზებზე. გარდა ამისა, მსუბუქი ბარგით გადაადგილება ბევრად მოსახერხებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იყენებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან ფეხით გადაადგილდებით.

რა შეიძლება ჩადოთ ხელბარგში?

  • მსუბუქი ტანსაცმელი, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება.
  • აუცილებელი ჰიგიენური ნივთები.
  • დამტენები და მცირე ზომის გაჯეტები.
  • პირადი ნივთები, როგორიცაა დოკუმენტები და მედიკამენტები.

5. წინასწა ჩაინიშნეთ უფასო აქტივობებით

ბიუჯეტის კონტროლი ყველაზე მნიშვნელოვანია. მოგზაურობის დაწყებამდე განსაზღვრეთ ყოველდღიური ხარჯები, რომლებიც მოიცავს საკვებს, ტრანსპორტს და გართობას. უამრავ ქალაქში შეგიძლიათ ნახოთ უფასო ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა პარკები და მუზეუმები, რომლებიც კონკრეტულ დღეებში სრულიად უფასოა, ან ძალიან იაფი.

6. იყავით მოქნილი განრიგში

ბიუჯეტურად მოგზაურობის კიდევ ერთი საიდუმლო მოქნილობაა. ეს ნიშნავს, რომ მზად უნდა იყოთ გაემგზავროთ არა მხოლოდ შაბათ-კვირას, არამედ სამუშაო დღეებში, როდესაც ბილეთები და სასტუმროები უფრო იაფია. გარდა ამისა, მოქნილობა მიმართულებების არჩევაშიც შეიძლება დაგეხმაროთ – მაგალითად, თუ ვერ იპოვით იაფ ბილეთს პარიზში, სცადეთ მახლობელი ქალაქი ან ქვეყანა, საიდანაც შეძლებთ დანიშნულების ადგილზე ჩასვლას.

7. ისარგებლეთ ადგილობრივი ტრანსპორტით

ტაქსის ნაცვლად გამოიყენეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მაგალითად, მეტრო, ავტობუსები ან ტრამვაი. ბევრ ქვეყანაში შესაძლებელია ტურისტული პასების შეძენა, რომლებიც საშუალებას გაძლევთ, იმგზავროთ შეუზღუდავად გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ასევე, ველოსიპედის ქირაობა ხშირ შემთხვევაში არა მხოლოდ ბიუჯეტურია, არამედ ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოცაა და უფრო კარგად აღიქვამ ქალაქის სილამაზეს.

8. დაბალფასიანი საცხოვრებლის არჩევა

ბიუჯეტური მოგზაურობისას სასტუმროები არ არის აუცილებელი – ალტერნატივის სახით შეგიძლიათ Airbnb-ს აპარტამენტები, ჰოსტელები ან კემპინგი აირჩიოთ. ჰოსტელები განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში და ხშირად საკმაოდ კომფორტული და თანამედროვე პირობებს გთავაზობს.

9. კვება ბიუჯეტურად

ტურისტულ უბნებში საკვები ხშირად საკმაოდ ძვირია. სცადეთ ადგილობრივ ბაზრები და ქუჩის საკვები, რაც არა მხოლოდ იაფია, არამედ ხშირად ტრადიციული კერძების გასინჯვის საუკეთესო გზაა.

10. ინტერნეტი და კომუნიკაცია

ბიუჯეტური მოგზაურობის დროს საერთაშორისო როუმინგის გამოყენება შეიძლება ზედმეტ ხარჯად იქცეს. ამის ნაცვლად, შეიძინეთ ადგილობრივი სიმ-ბარათი ან გამოიყენეთ Wi-Fi -ზე უფასო წვდომა კაფეებში, სასტუმროებში და საზოგადოებრივ ადგილებში.

11. დაზღვევა და გაუთვალისწინებელი ხარჯები

თუმცა ბიუჯეტურ მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, კარგი სამოგზაურო დაზღვევა არამხოლოდ მოგზაურობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, არამედ შესაძლოა ფინანსურადაც დიდი ხარჯისგან დაგიცვათ.

ბიუჯეტური მოგზაურობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუ სწორად დაგეგმავთ და იცით, როგორ დაზოგოთ თანხა სხვადასხვა ასპექტზე. რა შეიძლება წაიღოთ ხელბარგით? - ეს საკითხი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ მინიმალიზმი და მოხერხებულობა ბიუჯეტური მოგზაურობის მთავარ პრინციპებად რჩება. ნუ მოგერიდებათ ექსპერიმენტების - ზოგიერთი დაბალბიუჯეტური მოგზაურობა შეიძლება თქვენი ცხოვრების ყველაზე დაუვიწყარი თავგადასავალი გახდეს!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!