შაბათი, აპრილი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბრონქული ასთმის დროს გამოიყენეთ ეს ნატურალური წამალი! ის ნამდვილად ეფექტურია!

ბრონქული ასთმის დროს გამოიყენეთ ეს ნატურალური წამალი! ის ნამდვილად ეფექტურია!

ბრონქული ასთმის დროს გამოიყენეთ ეს ნატურალური წამალი! ის ნამდვილად ეფექტურია!

ბრონქული ასთმა ფილტვების მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური ნიშანიც არის პერიოდულად აღმოცენებადი სულხუთვის შეტევა, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ქოშინი, დისტანციური მსტვენი ხიხინი, ხველა, ემფიზემა (ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება).

განასხვავებენ ბრონქული ასთმის სამ ძირითად კლინიკურ სტადიას:

• ასთმურ სინდრომს;

● ბრონქული ასთმის შეტევას (მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა, მძიმე);

● ასთმურ სტატუსს.

ასთმური სინდრომი ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ასთმური ბრონქიტის დროს და ხასიათდება სულხუთვის შეგრძნებით (ჰაერის უკმარისობით), სუნთქვის გახშირებით და ამოსუნთქვის ერთგვარი გახანგრძლივებით. სულხუთვა, ჩვეულებრივ, დიდხანს არ გრძელდება, ადვილად განიცდის კუპირებას ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებისას. ხველა ამ დროს მშრალი და მტანჯველია, ნახველის გარეშე ან მცირე ნახველით.

ასთმური სინდრომის გამოვლენა ხელს უწყობს ფილტვებში მიმდინარე ქრონიკული პროცესის გამწვავებას. ბრონქული ასთმის შეტევა მწვავედ ვითარდება (უმეტესად — ღამით). ზოგჯერ აღინიშნება შეტევის ერთგვარი წინამორბედები: სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება ყელში, ხველა, სურდო, კანის ქავილი. შეტევის ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან (მსუბუქი ფორმების შემთხვევაში) რამდენიმე დღე-ღამემდე (მძიმე შემთხვევებში).

ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანი მშრალი და მტანჯველი ხველაა. დამახასიათებელია იძულებითი პოზიცია — ხელებით მაგიდისა თუ საწოლის კიდეს დაყრდნობილი ჯდომა ან დგომა (ორთოპნოეს მდგომარეობა). ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა. ეს უკანასკნელი ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ხანგრძლივი ხდება (ნორმაში ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე 2-4-ჯერ ხანმოკლეა).

დედაჩემს ბრონქული ასთმა აქვს. ხანდახან საკმაოდ ხანგრძლივი შეტევები ემართება. ახლა ეს პრობლემა მხოლოდ ზამთრის პერიოდში აწუხებს, ზაფხულობით კი თავს მცენარეული საშუალებებით შველის. დედა მოუთმენლად ელის კულმუხოს შემოსვლას — სწორედ ამ ბალახით უმკლავდება დაავადებას.

მკურნალობის მეთოდი ძალიან მარტივია: როგორც კი კულმუხოს ახალი ღეროები გაჩნდება და ყვავილების გამოტანას იწყებს, დედა ამ ღეროებს აგროვებს, კანს აცლის და ჭამს როგორც მწვანილს, დღეში რამდენჯერმე. ასე იქცევა, ვიდრე კულმუხოს ღეროები აქვს. მე მართლაც დავრწმუნდი ამ მცენარის ეფექტიანობაში, რადგან დედა თავს ძალიან კარგად გრძნობს, საერთო მდგომარეობაც უუმჯობესდება.

Facebook კომენტარები
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !

aviabiletebi avia.ge