ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაბარაქის ხის სამკურნალო თვისებები... ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები… ეს ყველამ უნდა იცოდეს!

ბარაქის ხის სამკურნალო თვისებები... ეს ყველამ უნდა იცოდეს!

კრასულა, ჩვენთვის უფრო, მეტად ფულის ან ბარაქის ხის სახელით არის ცნობილი. ამბობენ, რომ ის ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს და სწორედ ამ თვისების გამო, მისი ნახვა ბევრ ოჯახში და ოფისშიც კი შეიძლება. მატერიალური კეთილდღეობის გარანტად, მცენარე ჩინელებმა აქციეს (ფენ შუის ფილოსოფიის მიხედვით, ოჯახში, ფინანსურ სახსრებს სწორედ ის იზიდავს). თუმცა იმისთვის, რომ ბარაქის ხემ იმუშაოს, რამდენიმე ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო.

ჯერ ერთი, მცენარისთვის სწორი ადგილი უნდა შეირჩეს. მისი ქოთანი ოთახის სამხრეთით ან სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში უნდა იდგას. მეორე – ის ნაჩუქარი ან მოპარული უნდა იყოს (რა თქმა უნდა, მთლიანად არა, მხოლოდ ფოთოლი, რომლიდანაც სახლში საკუთარ ხეს გაზრდით). გარდა ამისა, ხის ღეროს წითელი ძაფი უნდა ჰქონდეს შებმული. ფენ შუის მიხედვით, სწორედ წითელი ფერია მატერიალურ კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. ხოლო გადარგვის წინ, ქოთანში, მიწის ჩაყრამდე, ფულის მონეტა უნდა მოათავსოთ, რომ შემოსავალი ოჯახის ყველა წევრს გაეზარდოს.

მიუხედავად იმისა, რომ მცენარე ძალიან პოპულარულია, მისი ყველა თვისების შესახებ, ბევრისთვის ცნობილი არ არის. კერძოდ ის, რომ კრასულა, რამდენიმე დაავადების, ძალიან ეფექტური წამალია.

მკურნალობა ბარაქის ხით:

სხვა წამლებისგან განსხვავებით, ეს მცენარე ყოველთვის შეგიძლიათ ხელთ გქონდეთ. საჭიროა მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება:

1. მკურნალობა დაჟეჟილობის და დაჭიმულობის დროს: მცენარეს წვენით დაასველეთ ბინტი და დაიდეთ დაზიანებულ სახსარზე ან კუნთზე. შემდეგ გადააფარეთ საჭმლის შესაფუთი პარკი და დააფიქსირეთ ბინტით. სახვევი 3 საათში ერთხელ გამოიცვალეთ.

2. მცენარეს ფოთოლი კრაზანის ნაკბენის ტკივილსაც აყუჩებს. ნაკბენზე კბენისთანავე გაჭრილი ფოთლის დადების შემთხვევაში, სულ მალე, ტკივილი გაყუჩდება და შესივებაც გაქრება.

3. ანგინის, ყელის ანთების, ტონზილიტის და ფარინგიტის დროს, რეკომენდებულია, დღეში 3-ჯერ, 1/3 ფოთლის დაღეჭვა.

4. თირკმელების ანთების დროს: 1 ჩ. კ. წვრილად დაჭრილ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ წყლის აბაზანაზე, თავდახურულ ჭურჭელში, 15 წუთი. ამის შემდეგ, დააყენეთ 1 სთ. მიღების წესი კი, ასეთია: 1 ს. კ. დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი, სულ მცირე 10 დღე. კურსის გამეორება 1 კვირის შემდეგ შეიძლება.

5. ხელების ართრიტის დროს, სასარგებლოა მცენარის წვენის შეზელა მტკივნეულ ადგილებში.

6. მას ვისაც ჰემოროდი (ბუასილი) აწუხებს, უნდა გარეცხოს მცენარის 4 ფოთოლი, გამოწუროს წვენი და შეურიოს ვაზელინის ზეთს (1:1). მიღებული ნაზავი უნდა წაისვას ბუასილის კვანძებზე, ან მტკივნეულ ადგილებთან, ნაზავით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი, 15-20 წუთი გაიჩეროს . პროცედურის გამეორება დღეში რამდენჯერმეა საჭირო, რომ კვანძი შემცირდეს და ტკივილი გაქრეს.

7. ბარაქის ხის ფოთლებით მკურნალობა, სასარგებლოა კუჭის წყლულის და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის შემთხვევაში: ყოველ დილით, უზმოზე, საჭიროა 2 ფოთლის შეჭმა და წყლის დაყოლება. საუზმობა კი, მხოლოდ 1 საათის შემდეგ შეიძლება.

8. ბარაქის ხის ფოთლები უმკლავდება კოჟრებსა და მცირე ზომის დამწვრობას. დაზიანებულ ადგილზე, ფოთლის რამდენჯერმე დადების (დაიდეთ და სანტევიკით დაიმაგრეთ) შემდეგ, კანის დაზიანებული ქსოვილის სრულად აღდგენა ხდება.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!