ყურის ტკივილის დროს ამ მეთოდებს ვიყენებ!! ისინი ძალიან სრაფად აქრობს ტივილს!
ოტიტი, წესისამებრ, ტკივილით, ყურის დაგუბებით, სმენის დაქვეითებითა და ყურების შუილით იჩენს თავს. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამაც აიწიოს, გაჩნდეს გამონადენი. ანთების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, უმთავრესად — ინფექცია.
თუ ყური გტკივათ, აუცილებელია ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტს მიმართოთ, რადგან ყურის დაგვიანებულ ან არასწორ მკურნალობას მძიმე შედეგები მოჰყვება — სმენის დაკარგვა, მენინგიტი და სხვა. განასხვავებენ მწვავე და ქრონიკულ ოტიტს. მწვავე პროცესის დროს ტკივილი უფრო ინტენსიურია, ქრონიკული ფორმის დროს კი უმეტესად ყურების შუილი და სმენის დაქვეითება შეიმჩნევა.
პირველი დახმარება გარეთა სასმენ მილში ქაფურის სპირტით გაჟღენთილი ბამბის ჩადება და სპეციალისტთან რაც შეიძლება მალე მისვლაა.
შუა ყურის ანთება ყურის ტკივილი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ ცხრება, აქვს გამჭოლი ხასიათი და უკავშირდება გადატანილ გაციებას, შუა ყურის ანთებაზე მიუთითებს. ყურში ტკივილი ასევე შეიძლება წარმოიშვას გარეთა ყურის ჩირქოვანი ანთების, დარტყმის, უცხო სხეულის მოხვედრის დროს.
ხანმოკლე ტკივილი მოსალოდნელია ფრენის, ჩქაროსნული ლიფტით ასვლის და სიცივეში ყოფნის დროს. შუა ყურის ანთება უმთავრესად ბავშვებში გვხვდება. დაავადება ამგვარად იწყება: სასუნთქი სისტემის ჩვეულებრივი ინფექციური დაავადების ფონზე მოულოდნელად თავს იჩენს ყურის ტკივილი, მაღლა იწევს სხეულის ტემპარატურა და ქვეითდება სმენა.
დახმარება: აუცილებელია ექიმის გამოძახება, რადგან ყურის დაავადებათა გართულება ბავშვის ჯანმრთელობას დიდ საფრთხეს უქმნის. მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ აუცილებელია ექიმთან განმეორებითი ვიზიტი. თუ ექიმის სასწრაფოდ გამოძახების შესაძლებლობა არ არსებობს, შეიძლება, ტკივილის შესამსუბუქებლად პატარას ასპირინი ან პანადოლი მივცეთ, ყურზე კი გამათბობელი კომპრესი დავადოთ:
რამდენიმეჯერ დაკეცილი დოლბანდი, რომელიც შუაში ყურის ზომაზეა ამოჭრილი, დაასველეთ თბილ წყალში ან ქაფურის სპირტში, გაწურეთ და ყურის გარშემო კანზე დაადეთ. ზემოდან ჯერ ყურის ზომაზე გამოჭრილი გასანთლული ქაღალდი დააფინეთ, შემდეგ კი ბამბა. ყოველი მომდევნო ფენა წინაზე 2-3 სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს. კომპრესი ბინტით დაამაგრეთ თავზე და 2-4 საათი დატოვეთ. კომპრესი სასურველია ღამით მოიხსნას, სასმენი მილის ბამბით დახურვას კი ნამდვილად არ გირჩევთ.
ყურის ტკივილისა და ხმაურის დროს ყურში უნდა ჩაიწვეთოთ 3-3 წვეთი ლიმონის სუფთა წვენი. სულ 3-ჯერ დაგჭირდებათ ჩაწვეთება. ეს რეცეპტი ძველი „კარაბადინიდან“ ამოვიწერე. ჩემს მეუღლეს აწუხებდა ყურის შუილი და ტკივილი, ჩავაწვეთე და მას შემდეგ 2 წელი გავიდა, რაც ყური აღარ ასტკივებია. ჩემს მოხუც დედასაც მოურჩინა.