ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეეს 2 ინგრედიენტი დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა!

ეს 2 ინგრედიენტი დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა!

ეს 2 ინგრედიენტი დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა!

არ იჩქაროთ აფთიაქში ძვირადღირებული წამლების გამო. ეს მარტივი 2 ინგრედიენტიანი საშუალება შეაჩერებს თმის ჭარბ ცვენას და გააუმჯობესებს მის მდგომარეობას.

შედეგით კმაყოფილი დარჩებით!

გეჩვენებათ, რომ თმა დიდი რაოდენობით ცვივა და ამ ტემპით გამელოტდები? ასეთი სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება და უხვი თმის ცვენის შეჩერება.

არსებობს მშვენიერი საშუალება, რომელიც შედგება მხოლოდ ორი ინგრედიენტისგან, მარტივი და ფაქტიურად ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომელიც დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

ამისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:

  • 3 ცალი გვირილის ყვავილები
  • 3 ცალი დაჭრილი დაფნის ფოთოლი
  • 100 მლ. წყალი.

მომზადების მეთოდი:

1. დაფნის ფოთლებსა და გვირილის ყვავილებს დაასხით მდუღარე წყალი. შემდეგ დატოვეთ ნარევი 3 საათის განმავლობაში.

2. გაწურეთ პროდუქტი და წაისვით თმაზე.

3. კარგად შეიზილეთ თმის ძირებში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოიბანოთ.

4. გამოიყენეთ ეს პროდუქტი კვირაში 2-3-ჯერ.

ასეთი პროცედურების შემდეგ თმა არა მხოლოდ შეწყვეტს უხვად ცვენას, არამედ ამ საშუალების წყალობით თმა შეიძენს ჯანსაღ და ბუნებრივ ბზინვარებას, რომელიც გამოყენებამდე სრულიად არ იყო ან დუნდება.

თმა გაცილებით გასქელდება, გალამაზდება და იმის დავიწყებასაც კი შეძლებთ, რომ ოდესღაც თმის პრობლემები გქონდათ.

დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები – ბევრი პრობლემისგან გაგათავისუფლებთ!
დაფნის ფოთოლი გამარჯვების, წარმატებისა და სისუფთავის სიმბოლოა.
დაფნის ფოთოლს იყენებენ დიაბეტის მკურნალობის დროს, სახსრებში ტკივილის მოსახსნელად, ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ და მადისა და წონის კლებისთვის. დაფნა ორგანიზმში ამცირებს შაქარს, აქვეითებს მადას და სახსრებში ხსნის ტკივილს.

ასევე, გთავაზობთ სხვა რეცეპტებს, რომლის მთავარი ინგრედიენტი დაფნის ფოთოლია.

1. დიაბეტის მკურნალობის დროს შაქრის დასაწევად - დაფნის 10 ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 საათის მანძილზე გააჩერეთ. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დღის მანძილზე სამჯერ, ნახევარი საათით ადრე ჭამამდე.

2. სახსრებში ტკივილის მოსახსნელად - 10 გრ დაფნის ფოთოლს 150 მლ ადუღებული წყალი დაასხით და 3 წუთის მანძილზე ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მოცემული ნაყენი დალიეთ, სანამ გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.

პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის მანძილზე. 3 დღე სვით, ოთხი დღე კი, დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ.

კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ. ამასთან, დაიმახსოვეთ, რომ ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვებით. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!