სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათუ გაწუხებთ საჯდომი ნერვის ანთება, სცადეთ ეს საშუალება და სამუდამოდ დაივიწყეთ ტკივილი!

თუ გაწუხებთ საჯდომი ნერვის ანთება, სცადეთ ეს საშუალება და სამუდამოდ დაივიწყეთ ტკივილი!

თუ გაწუხებთ საჯდომი ნერვის ანთება, სცადეთ ეს საშუალება და სამუდამოდ დაივიწყეთ ტკივილი!

ბევრს იშიაზი და რადიკულიტი ერთმანეთში ეშლება, უფრო სწორად, ორივეს რადიკულიტს უწოდებს. სინამდვილეში ეს ორი სხვადასხვა დაავადებაა. მართალია, მათი სიმპტომები მსგავსია და ზოგჯერ მკურნალობაც ერთი და იმავე მეთოდებით მიმდინარეობს, მაგრამ არის ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ მკურნალობის მართებული მეთოდის შერჩევა და სათანადო შედეგის მიღება გვსურს.

იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.

იშიაზის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

  • ხერხემლის გავა-წელის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
  • მენჯის ძვლების დაცილება ორსულობისას, რაც ზოგჯერ საჯდომი ნერვის მიჭყლეტას იწვევს;
  • მსხლისებრი კუნთის სინდრომი (მსხლისებრი კუნთი დიდი დუნდულა კუნთის ქვეშ მდებარეობს. საჯდომი ნერვი მასში ან მის ქვეშ გადის. ტკივილს განაპირობებს საჯდომის ნერვის მიჭყლეტა მსხლისებრი კუნთის შეკუმშვის შედეგად, თვით კუნთის სპაზმი კი ხშირად გავა-წელის ოსტეოქონდროზით არის გამოწვეული);
  • მალათაშორისი დისკის დეგენერაცია;
  • ართრიტი;
  • ტრავმა;
  • შეკრულობა;
  • დიაბეტი;
  • ხერხემლის მეტისმეტი დატვირთვა.

რამდენიმე თვის განმავლობაში მტკიოდა წელი. ნევროპათოლოგმა დამისვა იშიაზის დიაგნოზი. დანიშნულმა წამლებმა მდგომარეობა შემიმსუბუქა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ტკივილი ისევ გამიძლიერდა. შემთხვევით ხელში ჩამივარდა ხალხური მედიცინის წიგნი, სადაც ასეთი რეცეპტი წავიკითხე:

„კაკლის ფოთოლი მოხარშეთ მარილწყალში, ცხლად დაიდეთ მტკივნეულ ადგილას (როგორსაც გაუძლებთ) და მაგრად შეიკარით შალის ქსოვილით. პროცედურა გააკეთეთ 3 დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ“.

ასეც მოვიქეცი და მეორე დღეს უკეთ ვიყავი. სამდღიანმა კურსმა ტკივილი მთლიანად მომიხსნა. ახლა თუნდაც გამიმეორდეს შეტევა, აღარ მეშინია, რადგან უებარ წამალს მივაგენი.

ექიმის კომენტარი: უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ფიტოთერაპიაში კაკლის ხის სასწაულებრივი თვისებები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი. ძველად მას „სიცოცხლის ხეს“ უწოდებდნენ თურმე. სამკურნალო თვისებები აქვს კაკლის ნაყოფსაც, ფოთოლსაც, მერქანსაც და ფესვებსაც კი. მეტად მრავალფეროვანი და მრავალგვარია ამ ხის სხვადასხვა კომპონენტის ქიმიური შემადგენლობა.

იგი მდიდარია ვიტამინებით, ანტიანთებითი, ეთეროვანი, მთრიმლავი ნივთიერებებით, ზეთებით და სხვა. კაკლისაგან დამზადებული პრეპარატები სხვადასხვა სახით თითქმის ყველა ორგანოს ქრონიკული დაავადების დროს გამოიყენება.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!