ამ ადამიანმა შაქრიანი დიაბეტი ხალხური რეცეპტებით დაამარცხა! აი რას აკეთებდა ის...
შაქრიანი დიაბეტი რამდენიმე წლის წინათ აღმომაჩნდა, ძალიან ბევრი ვინერვიულე ამის გამო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ დიაბეტი ცხოვრების წესია, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებას უკავია. სირთულე არაფერია, მთავარია, იცოდე, როგორ მართო საკუთარი დაავადება. გასწავლით, როგორ მოიწესრიგოთ შაქრის დონე ქიმიური პრეპარატების გარეშე.
- გაზაფხულის ბოლოს ფესვიანად მოთხარეთ ქრისტესისხლას ბუჩქები, ასე, 18-20 ძირი, მოაცილეთ ყვითელი, ხმელი ფოთლები, ფესვებს ააფხიკეთ ყველაფერი ზედმეტი და კარგად გარეცხეთ.
- შემდეგ გასაშრობად ჩრდილში გაშალეთ. რომ გაშრება, დაჭერით 2 სმ სიგრძის ნაჭრებად, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და გაწურეთ.
- გამონაწური ჩაასხით ქილაში და დადგით სიბნელეში 4-5 დღით.
- ამის შემდეგ გადაასხით სუფთა ქილაში (ნალექი არ გადაგყვეთ), დაამატეთ სპირტი — 100 გ: 2 ჩ/ჭ და წამალიც მზადაა.
მიიღეთ დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ. ნაყენს ვიღებთ მცირე რაოდენობით წყალთან ერთად. დაიწყეთ 5 წვეთით და ყოველდღე თითო წვეთი მიუმატეთ, სანამ 15-მდე არ ახვალთ.
თუ ორგანიზმი კარგად აიტანს წამალს, შეგიძლიათ დოზა 25 წვეთამდე გაზარდოთ. მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ, მერე კურსი კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, მერე ისევ შეისვენეთ და ისევ იმკურნალეთ.
ამ ხნის განმავლობაში შაქრის დონე დასტაბილურდება და სამი თვე მკურნალობა აღარ დაგჭირდებათ, 3 თვის შემდეგ კი ანალიზების პასუხის მიხედვით გადაწყვეტთ მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას.
შაქრის დონის მოწესრიგება ასეც შეიძლება:
- 500 გრ სიმინდის მარცვალი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ ნელ ცეცხლზე.
- როცა მოიხარშება, გაყავით 4 ტოლ ნაწილად და მიიღეთ დღეში 4-ჯერ.
სცადეთ ეს რეცეპტიც, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა ბევრი ადამიანის შემთხვევაში:
5 თავი ხახვი გაფცქვენით, გარეცხეთ, დამდუღრეთ, დააქუცმაცეთ, დაამატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი და მიიღეთ დღის განმავლობაში ძირითად კერძთან ერთად.
სტატიაში შემოთავაზებული ყველა რეცეპტის კომპონენტი არის ნატურალური და არავითარ საფრთხეს არ უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას!
ჩვენი მიზანია დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!