ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეამის წყალობით მოვიშორე შემაწუხებელი ოფლიანობა! ყველას ვურჩევ მის გამოყენებას!

ამის წყალობით მოვიშორე შემაწუხებელი ოფლიანობა! ყველას ვურჩევ მის გამოყენებას!

ამის წყალობით მოვიშორე შემაწუხებელი ოფლიანობა! ყველას ვურჩევ მის გამოყენებას!

ფეხების ოფლიანობა ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი პრობლემაა. მართლაც, რა  არასასიამოვნოა ზამთარ-ზაფხულ სისველის შეგრძნება და მძაფრი სუნი. საქმე ის არის, რომ ტერფებზე უამრავი საოფლე ჯირკვალია, ბაქტერიათა მოთესვა-გამრავლების გამო კი ოფლი უსიამოვნო სუნს იძენს. საოფლე ჯირკვლებს, რაღა თქმა უნდა, ვერაფერს ვუზამთ, სუნის მოცილება კი შეიძლება, მით უმეტეს, სპეციალისტთა რეკომენდაციების შესრულება არც ისე ძნელია.

უსიამოვნო სუნის მოცილების ყველაზე მარტივი გზა ფეხების ხშირი დაბანაა. თითქოს ამაზე იოლი რა უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი ტერფებს საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და შხაპის მიღების დროსაც კი ავიწყდება მათი გასაპვნა, რის გამოც ფეხისგულებზე უამრავი ბაქტერია რჩება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფეხები დღეში რამდენიმეჯერ უნდა დაიბანოთ, უმჯობესია, ცივი წყლით, ზამთარშიც კი. ვიდრე ფეხსაცმელს ჩაიცვამდეთ და შინიდან გახვიდოდეთ, კარგად დაბანილ და გამშრალებულ ფეხებზე სურნელოვანი ტალკი დაიყარეთ — ის ტენს იწოვს და კანს დაზიანებისაგან იცავს.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ფეხის ოფლიანობის დროს:

გთავაზობთ ფეხის ოფლიანობის ხალხურ წამალს. ეს პრობლემა ახალგაზრდობაში ძალიან მაწუხებდა. განსაკუთრებით გამიმძაფრდა მდგომარეობა ჯარში ყოფნისას. ოფლიანობის ნიადაგზე დამემართა სოკოვანი დაავადებაც. ეს ორი პრობლემა ყოველთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მათგან თავის დაღწევა იოლად და იაფადაა შესაძლებელი.

ფეხები კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ. შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ 3% ან 5%-იანი იოდით, შეიზილეთ თითებს შორის და თითებიდან 3-4 სმ-ზე ტერფების ზედაპირზე. პროცედურა, სასურველია, ყოველ საღამოს ჩაიტაროთ. სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ ოფლიანობა 1-2 წელი აღარ შეგაწუხებთ. პირადად მე პრობლემა სამმა პროცედურამ მომიხსნა.

ექიმის კომენტარი:

იოდი ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. ფეხის ოფლიანობისას მთავარი პრობლემა — უსიამოვნო სუნია, რომელიც ბევრ უხერხულობას ქმნის. ამ სუნის მიზეზი კი ის ლპობითი პროცესებია, რომელსაც კანზე არსებული ბაქტერიები უწყობს ხელს. ამიტომ ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას — რეგულარულ დაბანას საპნით და ანტისეპტიკური საშუალებებით. იოდი კანის ზედაპირზე ანადგურებს ბაქტერიებს და ამ გზით სპობს ოფლის სუნს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!