სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობათავადვე მოამზადეთ ვაშლის ძმარი სახლში და ჩასვით ის ყოველდღიურ რაციოში! თქვენ უამრავი...

თავადვე მოამზადეთ ვაშლის ძმარი სახლში და ჩასვით ის ყოველდღიურ რაციოში! თქვენ უამრავი დაავადების განკურნებას და პრევენცირებას მოახდენთ!

თავადვე მოამზადეთ ვაშლის ძმარი სახლში და ჩასვით ის ყოველდღიურ რაციოში! თქვენ უამრავი დაავადების განკურნებას და პრევენცირებას მოახდენთ!

დარწმუნებულნი ვართ არაერთხელ გსმენიათ ნატურალური ვაშლის ძმრის სარგებელზე, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ გამოიყენებოდა ჯანმრთელობის რიგი პრობლემების დროს.

დღევანდელ სტატიაში კიდევ ერთელ გაგაცნობთ მის სასარგებლო თვისებებს და გასწავლით როგორ ჩასვათ იგი თქვენს რაციონში სწორად.

ვაშლის ძმრის სარგებელი:

მისი გამოყენება ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით სხვადასხვა სახით შეგვიძლია. პროდუქტი იმუნიტეტს აძლიერებს, რადგან ვიტამინების ნამდვილი საწყობია, ასევე იგი შეიცავს B, C, A და E ჯგუფის ვიტამინებს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს, მაგნიუმს და ფოსფორს.

დადასტურებულად შეგვიძლია აღვნიშნოთ ისიც, რომ ვაშლის ძმარი ხშირი გამოყენების შემთხვევაში აძლიერებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს და სისხლის გათხელებას უწყობს ხელს. ითვლება, რომ იგი ბუნებრივი ანტისეპტიკი და ანტიბიოტიკია. ბაქტერიებს და ვირუსებსაც ეფექტურად ებრძვის. ამავდროულად არდაგვავიწყდეს ისიც, რომ იმუნურ სისტემას აძლიერებს და სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის და პნევმოკოკის წინააღმდეგ დაცვის უნარს ზრდის.

აქვე გაგიზიარებთ რეცეპტებს, თუ როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება რიგ სიტუაციებში:

- ვაშლის ძმარს კანის მოსავლელადაც აქტიურად იყენებენ. განსაკუთრებით კი უხდება ცხიმიანი ტიპის კანს. ვაშლის ძმრით ნიღაბი გაიკეთეთ, რომ კანზე ზედმეტი ცხიმი მოიშოროთ, თუმცა აუცილებელია თანაფარდობის დაცვა. 0,5 ჩ/კ მარილის,1 ს/კ თაფლის და 1 ჩ/კ ძმრის ნარევი სახეზე შეიზილეთ, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

- რაც შეეხება რეცეპტს, თუ როგორ გამოვიყენოთ ვაშლის ძმარი ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, შემდეგია:  4 კვირიანი კურსი (უზმოზე ძმარი–თაფლის ნარევი) საკმარისია. 1 ჩ/კ თაფლი და 2 ჩ/კ ძმარი 1 ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ბოლოს დალევის შემდეგ პირში სუფთა წყალი გამოივლეთ ( კბილის მინანქარის დასაცავად)

ბოლოს კი აუცილებლად გაეცანით ვაშლის ძმრის უკუჩვენებებს:

რაღა თქმა უნდა, როგორც ყველა პროდუქტს მასაც რიგი უკუჩვენებები აქვს, ამიტომ მისი მიღება ყველასთვის არ შეიძლება. თუ ლორწოვანი გარსის დაავადებები გაქვთ, გასტრიტი, კუჭის წყლული, პანკრეატიტი, ლორწოვანი გარსის დამწვრობა გაწუხებთ, ვაშლის ძმრის მიღება უკუნაჩვენებია. ასევე მიღება მაღალი მჟავიანობის დროსაც არ შეიძლება, რადგან შეიძლება კუჭის და ნაწლავების გულძმარვა, ტკივილი, დიარეა და ლორწოვანი გარსის დამწვრობა გამოიწვიოს.

და ბოლოს ჩვენი რეკომენდაციაა, რომ რაციონში მხოლოდ ნატურალური ვაშლის ძმარი ჩართოთ, რომელსაც სახლში თავადვე მოამზადებთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!