ხუთშაბათი, ნოემბერი 21, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობასამკურნალო მცენარეები, რომლებიც გულს ამშვიდებს: გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტებს!

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც გულს ამშვიდებს: გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტებს!

სამკურნალო მცენარეები, რომლებიც გულს ამშვიდებს: გთავაზობთ გამოცდილ რეცეპტებს!

დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგიზიაროთ იმ მართლაც გასაოცარი მცენარეების დასახელება, რომლებიც გულის პრობლემების დროს გამოგადგებათ.

გირჩევდით, რომ გულის არითმიის დროს ფარსმანდუკის წვენი მიიღოთ – 20-30 წვეთი ერთ მიღებაზე, 20-25 წვეთ ტეგანის წვენის და ყურძნის ღვინის ნარევთან ერთად.

ხოლო თუ გულის არითმია ნერვული შემთხვევის შემდეგაა წარმოშობილი, 0,5 კგ თაფლს დაუმატეთ 0,5 კგ გახეხილი ლიმონი და აურიეთ. მიღებული ნარევი დალიეთ 1 ს/კ ნარევი დილას და საღამოს.

აქვე გირჩევდით, კიდევ ერთ ნაყენს: 5 ნაწილი მცენარეულ ზეთს შეურიეთ 1 ნაწილი დაქუცმაცებული, ახალ დაკრეფილი მიხაკის ბალახი და 8 დღე დააყენეთ. დროის გასვლის შემდგომ მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3–ჯერ. ასევე შეგიძლიათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი 1 ს/კ მიხაკის ბალახს დაასხათ და ნახარში მოცულობის განახევრებამდე სუსტ ცეცხლზე ხარშოთ. 2 კვირის განმავლობაში დალიეთ 1 ჩ/კ ნახარში დღეში 3–ჯერ.

შესაძლოა რიცოდეთ თუმცა არითმიის დროს სამფერა იაც დაგეხმარებათ!

0,5 ლ მდუღარე წყალში მოათავსეთ 2 ს/კ სამფერა ია და 4 საათით დააყენეთ. 3-4 კვირა მიიღეთ ½ ჭიქა ნაყენი დღეში 3-4-ჯერ. ნატურალურ დამამშვიდებელ საშუალებებზეც უარი არ თქვათ.

მაგალითად, აურიეთ 3 წილი სააფთიაქო გვირილა, 2 წილი კატაბალახას ფესვი და 5 წილი კვლიავის თესლი. 2 ჭიქა მდუღარე წყალში მოათავსეთ 2 ს/კ ნარევი, დააყენეთ, შეფუთეთ და 30 წუთის შემდეგ გადაწურეთ. დილას და საღამოს დალიეთ ½ ჭიქა ნაყენი დღეში 2–ჯერ. კუნელის თხევადი ექსტრაქტიც კარგად მოქმედებს, ის უნდა მიიღოთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ.

ასევე, ჩვენი ერთგული მკითველი გირჩევთ შემდეგ რეცეპტს: 500 გრ თაფლს აურიეთ 0,5 ლ არაყი და ზომიერ ცეცხლზე დადგით, მუდმივად ურიეთ, სანამ რძიანი ქაფი არ წარმოიქმნება, მაგრამ არ აადუღოთ, გადმოდგით და გააგრილეთ.

აიღეთ მწიკვი ბალახები: ჭაობის ბერულა, შავბალახა, კატაბალახის ფესვი, მატიტელა, გვირილა. 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და მოხარშეთ. შემდეგ გადმოდგით და ნახევარი საათით გაგრილება აცადეთ. რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. ნარევი ბნელ ადგილას 3 დღე შეინახეთ. დალიეთ 1 ჩ/კ დილას და საღამოს ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მეორე კვირას – 1 ს/კ დილას და საღამოს ჭამის შემდეგ. 7-10 დღე შეისვენეთ და კურსი სრულ გამოჯანმრთელებამდე გაიმეორეთ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!