იცოდით, რომ ნიორის დახმარებით შეგიძლიათ მხედველობის აღდგენა? ეს სასწაულია!
კატარაქტა თვალის ბროლის სრული ან ნაწილობრივი შემღვრევა, მისი გამჭვირვალობის დაკარგვაა. კატარაქტის დროს ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება. რამდენიმე წლის წინათ მას უმთავრესად ხანდაზმულთა პათოლოგიად მიიჩნევდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ოფთალმოლოგიური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეს ასე აღარ არის — 35-40 წლის ადამიანებს შორის დაავადების შემთხვევები უფრო და უფრო ხშირია. რამდენიმე ხნის წინათ კატარაქტის დიაგნოზი დამისვეს. ახლა აგიხსნით რას წარმოადგენს ეს დაავადება, რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ.
რა იწვევს ბროლის შემღვრევას?
არსებობს დაავადების თანდაყოლილი და შეძენილი, პროგრესირებადი და არაპროგრესირებადი ფორმები. თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს.
შეძენილი კატარაქტა მიზეზის მიხედვით შეიძლება იყოს:
● ასაკობრივი (მოხუცებულთა) კატარაქტა;
• ტრავმული — გამოწვეული როგორც კონტუზიით, ისე თვალის კაკლის პირდაპირი დაზიანებით;
• გართულებული — თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანთების, გლაუკომის, ბადურას პიგმენტური გადაგვარებისა და თვალის ზოგიერთი დაავადების შედეგად განვითარებული;
• სხივური — სხივური ენერგიით (ინფრაწითელი, რენტგენისა და რადიაციული გამოსხივებით) ბროლის დაზიანების შედეგი (ეს ძირითადად პროფესიული დაავადებაა);
• ტოქსიკური — ამ ჯგუფს მიეკუთვნება წამლისმიერი კატარაქტა, რომელიც შესაძლოა ჩამოყალიბდეს კორტიკოსტეროიდების, ანტიმალარიული პრეპარატების ან სხვა მედიკამენტების ხანგრძლივი მიღების შემდეგ;
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ როგორ შევინარჩუნოთ მხედველობა?!
ჰარვარდის სამედიცინო სკოლის კვლევებმა აჩვენა, რომ ასაკობრივი მხედველობითი პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია ორგანიზმში ქოლესტერინის დონის დაბლა დაწევით. ძირითადად, ასაკში მხედველობის გაუარესება თვალის ბადურის ქვეშ ცხიმოვანი ფენის გაჩენით ხდება.
23-მა პაციენტმა, რომლებიც ქოლესტერინის დონის დამწევ საშუალებას იღებდნენ, მხედველობის საგრძნობი გაუმჯობესება იგრძნო. აი, აქ კი უკვე საქმე ნიორს ეხება!
თუკი ყოველდღიურად ნახევარ კბილ ნიორს მიირთმევთ, საგრძნობლად დაიწევთ ქოლესტერინის დონეს სისხლში, თანაც, ბუნებრივი გზით. შესაბამისად, მხედველობაც აღდგება!
მაღალი არტერიული წნევაც თრგუნავს თვალის ბადურის აქტივობას. კარგი მხედველობისთვის ბადურას გამუდმებით უნდა მიეწოდებოდეს ჟანგბადი. ნიორი – ეს არის ბუნებრივი პროდუქტი, რომელიც სისხლის წნევას არეგულირებს, შესაბამისად კი, ამ მხრივაც დაიცავთ მხედველობას.