პარასკევი, ნოემბერი 22, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაექიმი გვირჩევს: გამოიყენეთ ეს საშუალება ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!

ექიმი გვირჩევს: გამოიყენეთ ეს საშუალება ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!

ექიმი გვირჩევს: გამოიყენეთ ეს საშუალება ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად!

როგორ გავუმკლავდეთ ავადმყოფობას?

დაავადება რომ დაამარცხოთ, უნდა გჯეროდეთ გამარჯვების! ყველა წამალი ან/და უბრალო წყალიც გამოჯანმრთელების რწმენით უნდა მიიღოთ. ასეთი რწმენით მიღებული ერთი წვეთი კი თქვენი ორგანიზმისთვის ახალგაზრდული ენერგიისა და ჯანმრთელობის მომტანი იქნება.

მაგალითად, თუ უზმოზე მიირთმევთ 1/2 ჭიქა თხის რძეს, 3 ცალ ჭერმის ჩირთან ერთად, პანკრეატიტისგან განიკურნებით.

გირჩევთ, დიდი ხნით ნუ გაჩერდებით ჩახუთულ შენობაში. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში - ტყეში ბევრი სუფთა ჰაერია, მასთან ერთად კი სიმხნევეს, სიჯანსაღეს შეისუნთქავთ, ავადმყოფობას და სისუსტეს კი მოიშორებთ. უმცირესი წარმატებისთვისაც კი მადლობა შესწირეთ უფალს. ღმერთი ყოველთვის ჩვენი მფარველია ფიზიკური თუ სულიერი სიჯანსაღის მიღწევის რთულ გზაზე. გამუდმებით უნდა შთააგონოთ საკუთარ თავს, რომ ბედნიერი ხართ და მადლიერი იმისათვის, რაც გაქვთ.

ახლა კი მინდა გასწავლოთ ერთი რეცეპტი, რომელიც ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

აიღეთ და შეურიეთ ერთმანეთს:

  • 30 გრამი ასკილის ნაყოფი,
  • 30 გრამი მოცხარის ფოთლები,
  • 10 გრამი ვალერიანის ფესვი,
  • 20 გრამი მაყვლის ფოთლები,

მომზადება:

  1. ამ ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 1,5 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთით.
  2. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ, ჩაასხით მუქ ჭურჭელში და დადგით ბნელ, გრილ ადგილას.

გამოყენება:

სვით თითო სუფრის კოვზი, სამჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. ისწავლეთ სიმშვიდე და ზომიერება ყველაფერში... ასე ადვილად დაიბრუნებთ ჯანმრთელობას.

ექიმის კომენტარი:

მკითხველის მიერ მოწოდებული ზოგადი რეკომენდაციები ფსიქოსომატური თეორიის საფუძველს წარმოადგენს. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის ორგანიზმის ნებისმიერი პათოლოგიური ცვლილება მის სულიერ პრობლემებთან მჭიდრო კავშირშია და თუ ერთდროულად არ მოწესრიგდება ფიზიკური და სულიერი პრობლემები, მყარი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის ელექსირის რეცეპტს, მასში შემავალი კომპონენტები ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, დამამშვიდებელი, ვიტამინიზებული საშუალებები. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბუნებრივ C ვიტამინს, რომელიც მართლაც სასიცოცხლო ძალების წყაროს წარმოადგენს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!