კვირა, ნოემბერი 24, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამე ამ სანელებლით სამ თვეში 15 კილო დავიკელი! თუ შენც გინდა წონის...

მე ამ სანელებლით სამ თვეში 15 კილო დავიკელი! თუ შენც გინდა წონის შემცირება, გირჩევ გამოიყენო!

მე ამ სანელებლით სამ თვეში 15 კილო დავიკელი! თუ შენც გინდა წონის შემცირება, გირჩევ გამოიყენო!

მე მოგიყვებით 15 კგ-ის დაკლების ჩემს ისტორიას. სანამ ამ სასწაულ სანელებელს მივაგნებდი, უამრავი საშუალება ვცადე - საკვებში ვიზღუდებოდი, ვშიმშილობდი, კალორიებს ვითვლიდი, მაგრამ ბოლომდე არასდროს მიმიყვანია. ყველას შუა გზაზე ვტოვებდი.

შემეძლო მოკლე დროში 3-4 კგ დამეკლო, ამის ფონზე ვიწყებდი ყველაფერის ჭამას, რის შედეგადაც ჩემს ძველ წონას ვუბრუნდებოდი.

საშინლად ვიყავი დაკომპლექსებული ჩემს ჭარბ წონასთან დაკავშირებით. ყველა სხვადასხვანაირად მიყურებდა, ცხიმი მუცელში და თეძოებში ჩამილაგდა და როგორც ვიცით, ამ ზონებიდან მისი მოცილება ძალიან რთულია.

მაშ, როგორ დავიკელი 15 კგ 3 თვეში?

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გავაკეთე, ის იყო, რომ მიზნად დავისახე წონაში დაკლება, დავწერე ეს ქაღალდზე, გავაკარი კედელზე და ვფიქრობდი, როგორ მივაღწევდი ამას...

ინტერნეტში მოვიძიე ერთი საინტერესო კვლევა წონაში დაკლების შესახებ, საინტერესო შედეგები მიიღეს და ვიფიქრე ჩემს თავზეც მეცადა.  გიზიარებთ ამ კვლევასა და მის შედეგს.

3 თვის განმავლობაში ორი ჯგუფი ერთი და იგივე სქემით ჭამდა (1200 კალორიამდე დღეში), ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ 1-ლი ჯგუფის ყოველდღიურ მენიუში 1 ჩ/კ კუმინის თესლი შედიოდა. სანელებელს ურევდნენ უცხიმო იოგურტს.

შედეგი შთამბეჭდავი იყო: 1-ლი ჯგუფის ქალებმა საშუალოდ 14%-ით მეტი ცხიმის მასა დაკარგეს, ვიდრე მე-2-ის ქალები.

ეს ეფექტი აიხსნება იმით, რომ კუმინი შეიცავს ფიტოსტეროლებს (მცენარის უჯრედების საშენ მასალას), რომლებსაც აქვთ სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უნარი.

ასევე, ეს სანელებელი მდიდარია კალციუმით, ფოსფორით, რკინით. ასტიმულირებს თირკმელებისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, აქვს შარდმდენი თვისებები. და ორგანიზმში ლიპიდური მეტაბოლიზმის გაუმჯობესებითა და დაჩქარებით, იგი ითვლება შესანიშნავ საშუალებად ჭარბ წონასთან საბრძოლველად.

ნივთიერებათა ცვლის გასაუმჯობესებლად კუმინის თესლის მოხმარება უნდა იყოს 1 ჩ/კ-მდე. თითოეულ დღეს. ეს სანელებელი დაუმატეთ კვერცხის, ხორცის, ხაჭოს კერძებს, ასევე სალათებსა და იოგურტებს.

კუმინის თესლის გამოყენების უკუჩვენებები : ჰიპერმჟავიანობა, გასტრიტი, კუჭის წყლული, ქოლელითიაზი, ნებისმიერი გულის დაავადება, დიაბეტი.

არ დაგავიწყდეთ, რომ საუკეთესო შედეგების მიღწევა შესაძლებელია საკუთარ თავზე შრომისმოყვარეობით: სწორი კვების სისტემა და ადეკვატური ფიზიკური აქტივობა.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ ამ მარტივი, თუმცა ძლიან ეფექტური სანელებლის დახმარებით ჯანსაღი წონის შენარჩუნება!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!