ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობადიდი ხანია მაწუხებს მაღალი წნევა და მას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ...

დიდი ხანია მაწუხებს მაღალი წნევა და მას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე!

დიდი ხანია მაწუხებს მაღალი წნევა და მას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე!

დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება. რამდენიმე წელი ვსვამდი წნევის დამწევ წამლებს, მაგრამ ბოლო ორი წელია, შევძელი მათთვის თავის დანებება. მას შემდეგ კი წნევას ნატურალური ბუნებრივი საშუალებების გამოყენებით ვიქვეითებ ხოლმე.

მინდა თქვენც გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, იმედია თქვენც ისევე კმაყოფილნი დარჩებით, როგორც მე. ჭარხლის წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი და მიიღეთ 2-2 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.

პერიოდულად, ჭარხლის წვენი შეგიძლიათ შეცვალოთ სტაფილოს წვენით, რომელიც უნდა სვათ თითო სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში.

ზაფხულობით ჭამეთ ბევრი მარწყვი და მოცხარი, რადგან ცნობილია რომ კენკრა წნევას აქვეითებს.

საკმაოდ ეფექტურია ასეთი საშუალებაც: გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 20 კბილი ნიორი, 5 თავი ხახვი და 5 ცალი კანგაცლილი ლიმონი. ნარევს დააყარეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 2 ლ ცივი ანადუღარი წყალი. დადგით გრილ ადგილას 10 დღე, დროდადრო შეანჯღრიეთ. მიიღეთ ეს ნაყენი 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში, ჭამამდე (ნაყენი შეინახეთ მაცივარში).

ექიმის კომენტარი: ჰიპერტონიული დაავადების საწყის ეტაპზე მართლაც შესაძლებელია ჰიპოტენზიური ქიმიური პრეპარატების შეცვლა მსგავსი ეფექტის მქონე ბუნებრივი საშუალებებით. ხალხურ რეცეპტებში ხშირად მოიხსენიება ჭარხალი, როგორც წნევის დამწევი საშუალება. ასეთივე ეფექტი აქვს სტაფილოს წვენსაც.

რაც შეეხება ნივრის, ხახვისა და ლიმონის ნარევს, აღნიშნული კომპონენტები დადებითად მოქმედებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიპერტენზიის მკურნალობის დროს. ნიორი ათეროსკლეროზის ეფექტიანი სამკურნალო საშუალებაა. სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰიპერტონიული დაავადების პათოგენეზში.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!