ბრონქული ასთმის დროს სცადეთ ეს მეთოდი, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარა ამ დაავადების შემსუბუქებაში!
ბრონქული ასთმა ფილტვების მძიმე ქრონიკული დაავადებაა, რომლის ძირითადი კლინიკური ნიშანიც არის პერიოდულად აღმოცენებადი სულხუთვის შეტევა, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ქოშინი, დისტანციური მსტვენი ხიხინი, ხველა, ემფიზემა (ფილტვის მოცულობის ავადმყოფური გადიდება).
განასხვავებენ ბრონქული ასთმის სამ ძირითად კლინიკურ სტადიას:
- ასთმურ სინდრომს;
- ბრონქული ასთმის შეტევას (მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა, მძიმე);
- ასთმურ სტატუსს.
ასთმური სინდრომი ყველაზე ხშირად გვხვდება ქრონიკული ასთმური ბრონქიტის დროს და ხასიათდება სულხუთვის შეგრძნებით (ჰაერის უკმარისობით), სუნთქვის გახშირებით და ამოსუნთქვის ერთგვარი გახანგრძლივებით. სულხუთვა, ჩვეულებრივ, დიდხანს არ გრძელდება, ადვილად განიცდის კუპირებას ბრონქების გამაფართოებელი საშუალებების გამოყენებისას. ხველა ამ დროს მშრალი და მტანჯველია, ნახველის გარეშე ან მცირე ნახველით.
ასთმური სინდრომის გამოვლენა ხელს უწყობს ფილტვებში მიმდინარე ქრონიკული პროცესის გამწვავებას. ბრონქული ასთმის შეტევა მწვავედ ვითარდება (უმეტესად — ღამით). ზოგჯერ აღინიშნება შეტევის ერთგვარი წინამორბედები: სიმშრალისა და ფხაჭნის შეგრძნება ყელში, ხველა, სურდო, კანის ქავილი. შეტევის ხანგრძლივობა მერყეობს რამდენიმე წუთიდან (მსუბუქი ფორმების შემთხვევაში) რამდენიმე დღე-ღამემდე (მძიმე შემთხვევებში).
ბრონქული ასთმის პირველი კლინიკური ნიშანი მშრალი და მტანჯველი ხველაა. დამახასიათებელია იძულებითი პოზიცია — ხელებით მაგიდისა თუ საწოლის კიდეს დაყრდნობილი ჯდომა ან დგომა (ორთოპნოეს მდგომარეობა). ქოშინი ექსპირაციული ხასიათისაა ანუ გაძნელებულია ამოსუნთქვა. ეს უკანასკნელი ჩასუნთქვაზე ორჯერ უფრო ხანგრძლივი ხდება (ნორმაში ამოსუნთქვა ჩასუნთქვაზე 2-4-ჯერ ხანმოკლეა).
მრავალი წლის განმავლობაში მაწუხებდა ასთმა. არანაირმა მკურნალობამ არ მიშველა. ერთ-ერთი შეტევის დროს საავადმყოფოში ვიწექი და იქ გავიცანი ქალი, რომელსაც ასევე ჰქონია ასთმა და თავი მოურჩენია სუნთქვითი ვარჯიშებით. მეორე დღესვე შევუდექი ვარჯიშს. დაავადებამ აშკარად უკან იწყო დახევა. თუმცა პირველი შედეგების მისაღწევად თითქმის ნახევარწლიანი ვარჯიში დამჭირდა.
- პირველ კვირას მოხერხებულად უნდა დაჯდეთ სკამზე, მოდუნდეთ და ეცადოთ, იფიქროთ განკურნებაზე, ორგანიზმის გაწმენდაზე. ასეთი განწყობის შესაქმნელად 5 წუთი დაგჭირდებათ, ხოლო ვარჯიშისათვის — 10 წუთი.
- ცხვირით ჩაისუნთქეთ ნელა, ღრმად 8 წამის განმავლობაში. ჩასუნთქვისას უნდა გაბეროთ მუცელი. შემდეგ სუნთქვა 8 წამით შეაჩერეთ და მომდევნო 8 წამის განმავლობაში ნელ-ნელა ამოისუნთქეთ.
- ამრიგად, 10 წუთის განმავლობაში სულ 25 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გამოგივათ. პირველი კვირა ყველაზე რთულია. შეიძლება თავი ცუდადაც იგრძნოთ, მაგრამ ნუ შეწყვეტთ ვარჯიშს.
- რამდენიმე სეანსის შემდეგ უსიამოვნო შეგრძნებები გაქრება და თქვენ იგრძნობთ ძალების მატებას. მეორე კვირას მოდუნებას ისევ 5 წუთი დაუთმეთ და ვარჯიშს — ისევ 10 წუთი, მაგრამ ჩასუნთქვა, სუნთქვის შეკავება და ამოსუნთქვა 10 წამი უნდა გაგრძელდეს.
- ამასთან, უნდა ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ ხან ერთი ნესტოთი, ხან მეორით. ဘ მესამე კვირიდან ვარჯიშის ტექნიკა იგივე რჩება, მაგრამ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხანგრძლივობა 15 წამი და სუნთქვის შეჩერებისა — 10 წამია.
- მეოთხე კვირიდან: ჩასუნთქვა — 20 წამი, შეკავება — 10 წამი, ამოსუნთქვა — 20 წამი. ასეთი რიტმი უნდა შეინარჩუნოთ შემდეგშიც და გააგრძელოთ ვარჯიშები. გარწმუნებთ, აუცილებლად გამოჯანმრთელდებით.