ბუასილის მკურნალობა ბუნებრივი საშუალებით! უნიკალური რეცეპტია!!
ბუასილი სწორი ნაწლავის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. ამ პათოლოგიის მქონეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება, თანაც უმთავრესად შრომისუნარიანი მოსახლეობის ხარჯზე. როდესაც პაციენტი ექიმთან მიდის, ყოველთვის დაძაბულია. უმრავლესობას ის აზრი უტრიალებს თავში, სხვა დაავადება ხომ არ აქვს. ამის გამართლება ისაა, რომ სწორი ნაწლავიდან სისხლდენა ან სისხლიანი გამონადენი, გარდა ბუასილისა, სხვა, საკმაოდ სერიოზული დაავადების სიმპტომიც შეიძლება იყოს.
რაც შეეხება ბუასილს, ის სიმსივნედ არ გვარდება, რადგან სიმსივნური უჯრედის გაჩე- ნა-განვითარებისთვის საჭირო ქსოვილები ირგვლივ არ არის. ეს გახლავთ წმინდა წყლის, თუ შეიძლება ასე ითქვას, სისხლძარღვოვანი დაავადება. მისი ლათინური სახელწოდებაც — ვარიცეს ჰემოროიდალის (ქართულად — ჰემოროიდული ვენების ვარიკოზი) — ამაზე მეტყველებს. დაზიანებული ვენა, წესისამებრ, ვერ უზრუნველყოფს არტერიით მოდინე- ბული სისხლის ევაკუაციას; შესაბამისად, ბუასილის კვანძის შიგთავსი ეს არის ჩაღვრი- ლი, ორგანიზმის მიერ მოხმარებული ჭუჭყიანი ვენური სისხლი. სწორედ ამიტომ იყო, რომ უხსოვარი დროიდან ბუასილის კვანძებს წურბელებით მკურნალობდნენ. წურბელა წოვ- და ამ სისხლს და პაციენტი თავს უკეთ გრძნობდა.
ბუასილის სამკურნალო რეცეპტი მინდა ვასწავლო თქვენს მკითხველს:
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის ჭინჭრის ფოთოლი და ხეჭრელის ქერქი.
- 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ლ ადუღებული წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ,
- შემდეგ შეფუთეთ, 30 წუთით დააყენეთ და გაწურეთ.
- მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 4-ჯერ ძლიერი ტკივილის დროს.
ეს ნაყენი აჩერებს სისხლდენას უკანა ტანიდან, აცხრობს ტკივილს და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. თუ ვინმეს გამოადგება ჩემი რეცეპტი, მოხარული ვიქნები.
ექიმის კომენტარი:
ჰემოროის (ბუასილის) მკურნალობისას უმთავრესი მომენტებია ყაბზობის მოხსნა და სწორი ნაწლავიდან სისხლდენის შეწყვეტა. რეცეპტში შემავალი ორი კომპონენტი სწორედ ამას ემსახურება. ჭინჭარში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებები ორგანიზმში მოხვედრისას აწესრიგებენ ნივთიერებათა ცვლას და ასტიმულირებენ ერითროპოეზს.
ჭინჭრის პრეპარატებს აქვთ სისხლდენის შემაჩერებელი მოქმედება, რაც მცენარის ფოთლებში K ვიტამინის შემცველობას უკავშირდება. ეს ვიტამინი ასტიმულირებს ღვიძლში სისხლის შემადედებელი ფაქტორის — პროთრომბინის გამომუშავებას. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატებს აქვთ ნაღველმდენი, ანტიანთებითი თვისებები, აგრეთვე ააქტიურებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას.
ჯანმრთელობას გისურვებთ!