შეიყვარეთ ხახვი და იმკურნალეთ მარტივად! პირადად მე, მებევრი დაავადების განკურნებაში დამეხმარა!
ადამიანების უმრავლესობას არ უყვარს ხახვი მისი მძაფრი სუნისა და სპეციფიური გემოს გამო, ამიტომ იშვიათად თუ მინახავს, რომ ვინმე უმ ხახვს მიირთმევდეს. არადა, მასზე სასარგებლო პროდუქტი ბევრი როდია.
ხახვის შესახებ არაერთხელ წამიკითხავს, მაგრამ ახლა ამ მცენარის კიდევ რამდენიმე სასარგებლო თვისება მინდა გაგაცნოთ:
1) როცა გული გაწუხებთ და ამის გამო შეშუპება გაქვთ, უნდა აიღოთ 2 თავი ხახვი (საშუალო ზომისა), წვრილად დაჭრათ და მოაყაროთ შაქრის ფხვნილი თხელ ფენად. უმჯობესი იქნება, თუ ამ წამალს საღამო ხანს მოამზადებთ. დილისთვის ხახვი წვენს გამოუშვებს და უნდა მიიღოთ მისი 2 ს.კ. წვენი. უნდა სვათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ვიდრე შეშუპებები არ ჩაცხრება. რეცეპტებში ხშირად შეგხვდებათ, რომ ამგვარად მიღებული ხახვის წვენი ხველის, ბრონქიტების და გაციების წამალიაო, მე კი მას შეშუპების დროსაც ვიყენებ და არაჩვეულებრივ შედეგს მაძლევს.
2) დღეს ბევრი ადამიანი მუშაობს კომპიუტერთან მეტად დაძაბულ რეჟიმში. მათი უმრავლესობა უჩივის თვალის სიმშრალეს, დაღლილობას, წვას, დისკომფორტს. ეს იმიტომ ხდება, რომ საცრემლე არხში ცრემლი კარგად არ მოძრაობს. მეც მაწუხებდა მსგავსი პრობლემა. აფთიაქში უამრავი საშუალება მირჩიეს, თანაც საკმაოდ ძვირად ღირებული, მაგრამ ვერავითარი შედეგი ვერ მივიღე. ამის წამალიც ხახვი გამოდგა. ამ მცენარემ მთლიანად მომიხსნა ყველანაირი დისკომფორტი თვალებში.
ყოველდღიურად უნდა დაფცქვნათ ხახვი, დაჭრათ და დაელოდოთ ცრემლების წამოსვლას. (მოგეხსენებათ, ხახვი ცრემლის გამოყოფას ააქტიურებს). როგორც კი ცრემლები გამორეცხავს საცრემლე არხებს, მაშინვე უკეთესობას იგრძნობთ. მაგრამ ეს პროცედურა რამდენიმე დღის განმავლობაში ზედიზედ უნდა ჩაატაროთ საღამოობით. გარკვეული დროის შემდეგ შეგიძლიათ კურსი გაიმეოროთ. ხახვი ხომ ყველა ოჯახში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტია, მაგრამ მისი სამკურნალოდ გამოყენება იშვიათად გვახსენდება. სცადეთ და კმაყოფილი დარჩებით.
ექიმის კომენტარი:
ხახვი ხალხურ მედიცინაში ძირითადად ანტივირუსულ და იმუნომასტიმულირებელ საშუალებად გამოიყენება. მას აქვს ანტისეპტიკური, ანტიანთებითი და იმუნომოდულატორული (იმუნიტეტის მომწესრიგებელი) თვისებები. იყენებენ მწვავე რესპირატორული დაავადებების, ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის დროს.
ხახვში შემავალი ეთერზეთი მართლაც ააქტიურებს ცრემლის გამოყოფას და ამავე დროს აქვს ანტიანთებითი ეფექტი, ამიტომ თვალის სიმშრალის პროფილაქტიკისთვის ეს შესაძლოა მართლაც კარგი მიგნება იყოს, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მკურნალობის ასეთი მეთოდის გამოყენებისას თვალში დისკომფორტმა იმატა ან ტკივილი იგრძენით, მკურნალობა უნდა შეწყვიტოთ.
ხახვს ხალხური მედიცინა ათეროსკლეროზისა და ჰიპერტონიული დაავადების პროფილაქტიკისთვისაც იყენებს. შესაძლოა ამასთან იყოს დაკავშირებული მისი ეფექტიანობა გულის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებების დროს.