ოსტეოქონდროზის ძირითადი მიზეზი ზურგის ტკივილია. მათთვის კი ვისაც ქრონიკული ოსტეოქონდროზი აქვს ერთ-ერთ საუკეთესო მკურნალად დაფნის ბაზაზე მომზადებული უძლიერესი სამკურნალო საშუალებები ითვლება.
შემოგთავაზებთ ნატურალური პროდუქტებით გაჯერებული სამურნალო საშუალებების რეცეპტებს.
დაფნის ზეთი
საჭირო ინგრედიენტები: ზეითუნის ზეთი 1 ჩ. ჭ; დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი) 1 ს. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები: დაფნის ფოთოლს დაასხით ზეითუნის ზეთი და 15 დღე გააჩერეთ თბილ ადგილას. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ზეთი შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებზე, შეიხვიეთ თბილად და მთელი ღამით დაიტოვეთ.
დაფნის ნაყენი
საჭირო ინგრედიენტები: დაფნის ფოთოლი (წვრილად დაჭრილი) 1 ჩ. კ; ადუღებული წყალი 1,5 ჩ. ჭ.
მომზადებისა და გამოყენების წესები: აიღეთ თერმოსი, ჩაყარეთ დაფნა, დაასხით ადუღებული წყალი და 4 საათით გააჩერეთ; შემდეგ გადაწურეთ და 12 საათის განმავლობში მიიღეთ ყლუყლუპობით; მკურნალობის ხანგრძლივობა 4 დღე.
მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალებები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!.