სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობახშირად მშობლები ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ლამბლიოზია! სწორედ ამიტომ,...

ხშირად მშობლები ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ლამბლიოზია! სწორედ ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ ლამბლიების საწინააღმდეგო ეფექტური რეცეპტი…

ხშირად მშობლები ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ლამბლიოზია! სწორედ ამიტომ, მინდა შემოგთავაზოთ ლამბლიების საწინააღმდეგო ეფექტური რეცეპტი...

მინდა შემოგთავაზოთ ეფექტური რეცეპტი, ამისთვის კი საჭიროა: ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ 0,5 ჭიქა ნიორი, დაასხით 250 გრ არაყი, დადგით ბნელ ადგილას 1 კვირის განმავლობაში, ხშირ-ხშირად შეანჯღრიეთ.

ხოლო შემდგომ მიიღეთ თითო ჩ.კ დილით, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ნაყენის მიღებისთანავე ცოტა ხნით უნდა დაწვეთ. დღის განმავლობაში ამის გარდა უნდა მიიღოთ მეჭეჭიანი არყის ხის ფოთლების ნაყენი. 1 ს.კ ნორჩ ფოთლებს დაასხით ჭიქაზე ოდნავ მეტი მდუღარე წყალი, წამოადუღეთ 2-3 წუთი, დადგით თავდახურული 40 წუთი, გადაწურეთ და სვით 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში, 15-20 დღის განმავლობაში. ნაყენის მიღება უმჯობესია ჭამამდე 20 წუთით ადრე. შედეგად კი ლამბლია ჭიები ორგანიზმიდან მალევე გამოიდევნება.

ექიმის კომენტარი: ლამბლიოზი განსაკუთრებით ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადებაა. ეს მცირე ზომის პარაზიტი ადამიანის სანაღვლე გზებში იბუდებს, მნიშვნელოვან დისკომფორტს უქმნის კუჭ-ნაწლავის სისტემას და მთელ ორგანიზმს.

ხშირად მშობლები ვერც კი ხვდებიან, რომ ბავშვის ჭირვეულობის მიზეზი ლამბლიოზია!

დაავადების დიაგნოსტირებაც რთულია - ერთჯერადი ანალიზის უარყოფითი პასუხი სულაც არ ნიშნავს, რომ ბავშვს ლამბლიოზი არ სჭირს, რადგან პარაზიტს განვითარებისა და გამრავლების გარკვეული პერიოდები აქვს. თუ ანალიზის აღების მომენტი ლამბლიების სანაღვლე გზებიდან ნაწლავებში გადმოსვლის პერიოდს არ დაემთხვა, განავლის ანალიზში შეიძლება ეს ჭიები არც კი აღმოჩნდეს.

მკითხველის მიერ მოწოდებული რეცეპტი უსაფრთხო და უვნებელია ორგანიზმისთვის. ნიორი ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც პარაზიტული დაავადებების სამკურნალო საკმაოდ ეფექტიანი საშუალება. მეჭეჭიანი არყი საქართველოს მაღალმთიანეთში ფართოდ გავრცელებული ხეა. მისი ღეროს ქერქი თეთრი და პრიალაა, ხანში შესვლისას კი იშაშრება. ახალგაზრდა ტოტები და ყლორტები დაფარულია მოყავისფრო ქერქით, რომელიც მრავალი ფისიანი მეჭეჭითაა მოფენილი. ფოთლები სამკუთხა, წაწვეტებული ფორმისა და გრძელყუნწიანია, კიდეებში ხერხისებრ დაკბილული.

არყის ფოთლები შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს, რომელიც კურნავს სხვადასხვა დაავადებას. არყის ფოთლებზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები 3 საათის განმავლობაში იხოცებიან. არყის ღეროდან ადრე გაზაფხულზე გამონადენ წვენს ხალხური მედიცინა „გამაჯანსაღებელ სისხლს“ უწოდებს. მას დღეში სამჯერ თითო ჩაის ჭიქას სვამენ ეგზემისა და კანის გამონაყარის სამკურნალოდ, ნიკრისის ქარისა და რევმატიზმის დროს. ფოთლების ნაყენს შარდმდენი, შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. სასარგებლოა ნევროზისა და ნეფრიტის დროსაც. ნორჩი ფოთლების ნაყენი გამოიყენება ლამბლიოზის და ქოლეცისტიტის სამკურნალოდ. ხოლო რადიკულიტისა და რევმატიზმის დროს არყის ნედლ ფოთლებს მტკივნეულ ადგილებზე იფენენ.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!