ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეხელნაკეთი დეტოქს წყალი - იდეალურია ბრტყელი მუცლისთვის!

ხელნაკეთი დეტოქს წყალი – იდეალურია ბრტყელი მუცლისთვის!

ხელნაკეთი დეტოქს წყალი - იდეალურია ბრტყელი მუცლისთვის!

ალბათ ტელევიზიასა თუ ინტერნეტ სივრცეში ყველა შეხვედრია ისეთ რეკლამას, სადაც გვთავაზობენ სითხეს ან საკვებს, რომელიც გვპირდება ძალიან სწრაფ დროში ბევრ კილოგრამების მოცილებას. ყველა მათგანი მოდის სხვადასხვა გემოთი, გამდიდრებული "ჯანსაღი საკვები ნივთიერებებით", რომელიც მოგცემთ სხეულის სრულყოფილ ხაზს. ამის თწვენ მართლა გჯერათ? მე უკვე აღარ. დარწმუნებული ვარ, ესეთი საშუალებები გაჯერებულია სხვადასხვა ქიმიკატებით, რომლებიც დიდი ალბათობით დააზარალებს ჩვენს ჯანმრთელობას.

მე ასეთი დამასუსტებელი საშუალებების ნაცვლად მირჩევნია გამოვიყენო ხალხური რეცეპტი, რომელიც დანამდვილებით ვიცი არ მომიტანს ზიანს, და წონასაც შემიმცირებს.

ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი გამაგრილებელი სასმელი, ეს ყველაფერი ბუნებრივი და ჯანსაღი, იდეალურია სხეულის სრული წმენდისთვის, იდეალურია მათთვის, ვისაც სურს წონაში დაკლება და საჭმლის მონელების გაუმჯობესება.

მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია:

  • 8 ჭიქა / 2 ლ წყალი
  • 1 ჩ/კ კოჭა, გახეხილი
  • 1 საშუალო ზომის კიტრი
  • 1 ლიმონი
  • 12 პიტნის ფოთოლი

მომზადება:

არ მოაცილოთ რომელიმე ინგრედიენტს კანი, რადგან ისინი მდიდარია ჯანსაღი საკვებით, მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ გამოყენებული საკვები 100% ნატურალურია.

კიტრი და ლიმონი დავჭრათ ნაჭრებად, ნაჭრები კი დავამატოთ ქილაში. დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დაასხით წყალი. შეინახეთ დეტოქსიკაციის წყალი მაცივარში და გააჩერეთ 8 საათის განმავლობაში. არ დაგავიწყდეთ დროდადრო მორევა.

თითოეული ინგრედიენტი დადებითად მოქმედებს ნაწლავის მუშაობაზე და ასტიმულირებს საჭმლის მონელებას, გამორიცხავს ორგანიზმში ტოქსიკურ დაგროვებას.

  • ლიმონი ცნობილია C ვიტამინის მაღალი შემცველობით. ის ასტიმულირებს ორგანიზმში ბევრ სასიცოცხლო ფუნქციას, რომელიც დაკავშირებულია დეტოქსიკაციის პროცესთან.
  • კიტრი 90% წყალია. ის ასტიმულირებს დეტოქსიკაციის პროცესზე პასუხისმგებელი ნივთიერებების გამოყოფას.
  • ჯანჯაფილი ინარჩუნებს გლიკემიურ ინდექსს. ის ასევე ხსნის კრუნჩხვებს და ეხმარება სხეულის ტკივილების მკურნალობაში.
  • პიტნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმების წვის პროცესში, ასტიმულირებს ტოქსინების გამოდევნას და ეფექტურია მუცლის ტკივილის სამკურნალოდ.

ინფორმაცია მოწოდებულია საინფორმაციო მიზნებისთვის. ნებისმიერი რჩევის, რეცეპტის ან ტრადიციული მედიცინის გამოყენებამდე აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თვითმკურნალობა შეიძლება საზიანო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!