კვირა, ოქტომბერი 13, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ...

მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებიც მის აღდგენაში ძალიან დამეხმარა! 

მუდმივმა სურდომ და ცხვირის წვეთების გამოყენებამ ყნოსვის ზონა დამიზიანა. დიდი ძიების შემდეგ მივაგენი საშუალებებს, რომლებიც მის აღდგენაში ძალიან დამეხმარა! 

ახალგაზრდობაში ხშირად მემართებოდა ალერგიული რინიტი. დღევანდელი სტატიის მეშვეობით მინდა გაგიზიაროთ საშუალება, რომელიც განკურნებაში დამეხმარა!

მისი, როგორც მომზადება, ასევე გამოყენებაც საკმაოდ მარტივია: 10 გრ დინდგელი და 50 გრ ნაღების კარაქი 2 საათით ჩადგით წყლის აბაზანაში, შემდე გაწურეთ,
გააცივეთ და დაამზადეთ მისგან პატარა ოვალური ფორმის სანთლები. დილა-საღამოს
ნახევარ - ნახევარი საათით ცხვირის ნესტოებში ტამპონებივით მოათავსეთ ის.

ასევე, სასარგებლოა დღეში 5-6-ჯერ 5 წუთით მიხაკ-დარიჩინის ღეჭვაც. ოღონდ, აუცილებელია საგულდაგულოდ დაღეჭოთ ისინი, მაგრამ არ გადაყლაპოთ. თუ ნებისყოფა გეყოფათ და ამას რეგულარულად გააკეთებთ, ჯერ მკვეთრ არომატს შეიგრძნობთ, მერე კი ყნოსვა თანდათანობით აღდგება.

ექიმის კომენტარი: ეჭვგარეშეა, რომ ყნოსვა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, მაგრამ მანამდე ვერ ვაცნობიერებთ, ვიდრე ყნოსვის უნარს არ დავკარგავთ. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ყნოსვით მხოლოდ არომატს კი არ შევიგრძნობთ, არამედ ეს ფიზიოლოგიური ფუნქცია მოქმედებს სუნთქვის რიტმზე, კუნთების აღგზნების ხარისხზე, ტვინის და, საზოგადოდ, ნერვული სისტემის მუშაობაზე.

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება არომათერაპია — ეს სუნებით სხვადასხვა დაავადების მკურნალობის მეთოდი გახლავთ. ხალხურ მედიცინაში ყნოსვის დაკარგვას ანუ ანოსმიას მკვეთრი არომატის მქონე ეთერზეთებით მკურნალობენ, ასეთ ეთერზეთებს შეიცავს სწორედ მიხაკი და დარიჩინი. მათი ღეჭვისას კი ეთერზეთები პირის ღრუში ინტენსიურად გამოთავისუფლდება და ყნოსვის ზონას აღიზიანებს.

ასეთი რეგულარული გამღიზიანებლის მოქმედებით შესაძლებელია, აღდგეს ყნოსვის ფუნქცია, თუკი არ არის მთლიანად ატროფირებული ყნოსვის რეცეპტორული ზონა. რაც შეეხება დინდგელის და კარაქის ნარევს, მას ცხვირის ლორწოვანზე ანტიანთებითი და ქსოვილთა რეგენერაციის მასტიმულირებელი ეფექტი აქვს. ანთების ჩაცხრობას, შეშუპების მოხსნას და ატროფირებული ქსოვილების აღდგენას კი ყნოსვის აღსადგენად განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.

ასე რომ, მკითხველის მიერ მოწოდებული ეს ორივე საშუალება კომპლექსურად უნდა გამოიყენოთ კარგი შედეგის მისაღებად.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!