ორშაბათი, ოქტომბერი 14, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობამხოლოდ 2 ინგრედიენტი და შეძლებთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ ინსულტის საშიშროებას! უთხარით არა წამლებს!

მხოლოდ 2 ინგრედიენტი და შეძლებთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ ინსულტის საშიშროებას! უთხარით არა წამლებს!

მხოლოდ 2 ინგრედიენტი და შეძლებთ სამუდამოდ დაემშვიდობოთ ინსულტის საშიშროებას! უთხარით არა წამლებს!

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია  სასურველია ადრეულად დაიწყოს. უპირველეს ყოვლისა, ავადმყოფი სწორად უნდა იწვეს საწოლში (პირველ დღეს თავი წამოწეულია დაახლოებით 30 °C-ით) და სწორად იყოს განლაგებული მოძრაობაშეზღუდული კიდურები.

რეკომენდებულია, პირველსავე კვირას დაიწყოს დადამბლავებული კიდურების მსუბუქი ზედაპირული მასაჟი. დღეს აქტიურად იყენებენ კუნთების ელექტროსტიმულაციას სპეციალური აპარატით, მაგრამ მოძრაობის ფუნქციის აღსადგენ უმთავრეს მეთოდად კვლავაც სამკურნალო ვარჯიში მიიჩნევა.

ინსულტგადატანილი ავადმყოფები ფაქტობრივად თავიდან სწავლობენ სიარულს, ჩაცმას, ჭამას, თვითმომსახურებას, ითვისებენ დაკარგულ უნარჩვევებს, ამიტომ მათ სჭირდებათ ახლობლების მხარდაჭერა და გამოჯანმრთელების რწმენა.

ინსულტს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა იწვევს. მე ეს დაავადება მაღალი წნევის გამო დამემართა და თან სრულიად მოულოდნელად — ჯერ სახე დამიბუჟდა, მერე — ხელ-ფეხი, ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი, თავბრუ დამეხვა და მეტყველების უნარი დავკარგე.

ინვალიდად დარჩენას ვერ შევეგუებოდი, ამიტომ დავიწყე ბრძოლა გამოსაჯანმრთელებლად! რაღა თქმა უნდა, ექიმების მიერ გამოწერილ წამლებს ვიღებდი და მათ რეკომენდაციებს ვასრულებდი, მაგრამ თავადაც ვეძებდი სამკურნალო საშუალებებს ხალხურ მედიცინაში. შედეგი კი მართლაც გასაოცარი იყო, რადგან სწრაფი ტემპით აღმიდგა ყველა დარღვეული ფუნქცია და დღეს თავს იმაზე უკეთესადაც კი ვგრძნობ, ვიდრე ინსულტამდე ვიყავი.

აი, რამდენიმე რეცეპტი:

  • მუმიო

10 გრ მუმიო გახსენით 1,5 ლ ანადუღარ, ოთახის ტემპერატურამდე შეგრილებულ წყალში, ჩაასხით ეს ხსნარი პლასტიკატის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. მუმიო ხელს უწყობს ტვინის დაზიანებული უბნის აღდგენას, ნაწიბურების გაწოვას. წამალი უნდა მიიღოთ 21 დღის განმავლობაში თითო ს/კ ორჯერ დღეში დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე და საღამოს დაძინებამდე 3 საათით ადრე.

21-დღიანი კურსის შემდეგ შეისვენეთ 5-7 დღე და ისევ განაახლეთ წამლის მიღება 21 დღე. ასე უნდა სვათ მუმიო 6 თვე მაინც. მუმიოს გამწოვ ეფექტს აძლიერებს ალოეს წვენი. ასევე, სწრაფად გაიწოვს ტვინ- ში ჩაქცევასა და ნაწიბურებს კალანჰოესა და მრავალძარღვას წვენები. კალანჰოეს წვენი უნდა მიიღოთ 1 ჩ/კ დღეში ერთხელ, მრავალძარღვასი — 2 ჩ/კ დღეში ერთხელ.

  • დიდნგელი

ძალიან კარგია დინდგელის ნაყენიც. მუმიოს 21-დღიან კურსებს შორის შესვენებისას, თითო კვირის განმავლობაში, სწორედ დინდგელის ნაყენს ვიღებდი. ინსულტის შემდგომ პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზურგის, ხელებისა და ფეხების კუნთების რეგულარულ მასაჟს. თითო 10-წუთიანი სეანსი დღეში რამდენჯერმე უნდა გაკეთდეს. ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!