სამშაბათი, ნოემბერი 12, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა"რამდენიმე წელია გულის არეში ტკივილი მაწუხებს, სახლიდან წამლების გარეშე ვერ გავდიოდი, მეგობარმა...

“რამდენიმე წელია გულის არეში ტკივილი მაწუხებს, სახლიდან წამლების გარეშე ვერ გავდიოდი, მეგობარმა კი საკუთარ თავზე გამოცდილი საშუალება მირჩია. მეც ვცადე, შეტევებმა იკლო! გთავაზობთ ამ გასაოცარ რეცეპტს”

"რამდენიმე წელია გულის არეში ტკივილი მაწუხებს, სახლიდან წამლების გარეშე ვერ გავდიოდი, მეგობარმა კი საკუთარ თავზე გამოცდილი საშუალება მირჩია. მეც ვცადე, შეტევებმა იკლო! გთავაზობთ ამ გასაოცარ რეცეპტს"

რამდენიმე წელია გულის არეში ტკივილი მაწუხებს. ექიმმა სტენოკარდიის დიაგნოზი დამისვევს. რის შემდეგაც სახლიდან წამლების გარეშე ვერ გავდიოდი. მეგობარმა, რომელიც ჩემსავით გულით ავადმყოფია, საკუთარ თავზე გამოცდილი საშუალება მირჩია. მეც ვცადე, შეტევებმა იკლო! ახლა კი თქვენ გთავაზობთ ამ გასაოცარ რეცეპტს:

მის მოსამზადებლად კი საჭიროა, რომ  2 ცალი ლიმონი გამოწურეთ და კანიანად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, 10 თავი საშუალო ზომის ნიორი გაარჩიეთ და დასრისეთ. ორივე კომპონენტი შეურიეთ 1 ლ თაფლში და 1 კვირა თავდახურული გრილ ადგილას გააჩერეთ. მიიღეთ დღეში ერთხელ თითო ჩ/კ. წამალი ნელ-ნელა, აუჩქარებლად მიირთვით ყოველდღიურად, ვიდრე არ ამოიწურება. პირადა მე ამ საშუალებამ ძალიან მარგო, ამიტომაც დღემდე ვემადლიერები მას!

იქნებ თქვენც ჩემსავით კმაყოფილნი დარჩეთ, აუცლებლად სცადეთ!

ექიმის კომენტარი: უპირველესად, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ სტენოკარდია საკმაოდ სერიოზული დიაგნოზია და დაუშვებელია ამ დიაგნოზის დასმის შემდეგ ექიმის კონტროლის გარეშე ყოფნა და თვითნებური მკურნალობა.
თუმცა მსუბუქი ფუნქციური კორონაროსპაზმის დროს ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად ფიტოთერაპიული საშუალებებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ — შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და დაგიცავთ დაავადების პროგრესირებისგან.

მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში თითოეულ კომპონენტს თავისი დანიშნულება აქვს:

  • ლიმონი აწესრიგებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს (მოგეხსენებათ, გულის დაავადებების დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის სიბლანტის დაქვეითებას).
  • ნიორი ამ შემთხვევაში ეწინააღმდეგება სისხლძარღვთა, კერძოდ, კორონარების ათეროსკლეროზულ გადაგვარებას (სწორედ ათეროსკლეროზი გახლავთ გულის სისხლძარღვთა მთავარი მტერი).
  • თაფლი კი რეცეპტში ამ კომპონენტთა სტაბილიზატორია და ამასთან, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზეც.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!