ხუთშაბათი, დეკემბერი 5, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგამოიყენეთ ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ! ეს...

გამოიყენეთ ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ! ეს ძალიან სასარგებლოა და ეფექტური კომბინაციაა!

გამოიყენეთ ფეიხოას და თაფლის ნარევი ფარისებრი ჯირკვლის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ! ეს ძალიან სასარგებლოა და ეფექტური კომბინაციაა!

დადასტურებულია ფეიხოას და თაფლის ერთობლივი გამოყენების ეფექტურობა ფარისებრი ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ლარინგიტის, ტონზილიტის, ნერვული სისტემის მაღალი აგზნებადობის, აგრეთვე ამ დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

იოდის დეფიციტი უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის მთელ სხეულზე. ორსულ ქალებში იოდის დეფიციტის დროს ბავშვები ჩამორჩებიან განვითარებას, უარესდება მათი ინტელექტუალური განვითარება და სხვ.

შემოთავაზებული კომპოზიცია, რომელიც მოიცავს ფეიხოასა და თაფლის ნარევს, ხელს შეუწყობს იოდის დეფიციტის კომპენსირებას, რადგან ის შეიცავს ფეიხოას ადვილად ასათვისებელ ფორმას.

ფეიხოა იოდის გარდა შეიცავს C, B, P ვიტამინებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს და სხვა ძვირფას ნივთიერებებს, ხოლო ფეიხოაში C ვიტამინის შემცველობა ლიმონს არ ჩამოუვარდება.

ფეიხოას რეცეპტი თაფლით

აიღეთ ინგრედიენტები თანაბარი პროპორციით, ანუ 1:1 თანაფარდობით. ფეიხოა გარეცხეთ კარგად და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დააბლენდერეთ და კარგად შეურიეთ იგივე რაოდენობის თაფლს, მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში.

რა რაოდენობით უნდა მივიღოთ?

მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი კოვზი 3-ჯერ დღეში. სულ მალე თქვენში ასებული იოდის დეფიციტი შეივსება და ფარისებრი ჯირკვალის მუშაობაც დაბალანსდება.

იზრუნეთ თქვენს და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე - მოამზადეთ ფეიხოას უაღრესად ჯანსაღი და ძალიან გემრიელი ნარევი თაფლით!

ტრადიციული მედიცინა არის ცოდნის, უნარებისა და პრაქტიკის ერთობლიობა, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა კულტურის თეორიებზე, რწმენასა და გამოცდილებაზე, რომელიც გამოიყენება ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ფიზიკური და ფსიქიკური დარღვევების პრევენციისა და მკურნალობის გზით.

ხალხური მედიცინა მოიცავს სახლში მომზადებულ მედიკამენტებს, რიტუალებსა და პროცედურებს, თვითნასწავლების მიერ გამოყენებული მკურნალობის ფორმებს დაავადების სიმპტომების შესამსუბუქებლად და დაავადების პროფილაქტიკისთვის.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!