თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია! მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ კვერცხის ცილა არტერიული წნევის საუკეთესო წამალია!
კვერცხის ცილა ხელს უწყობს მაღალი წნევის რეგულირებას. კარგი ამბავია, არა?
კვერცხის ცილა შეიცავს ნივთიერებას, რომელსაც ეწოდება პეპტიდი, რომელიც დადასტურებულია, რომ ამცირებს არტერიულ წნევას. ის ბლოკავს ფერმენტის გამომუშავებას, რომელიც ზრდის არტერიულ წნევას.
მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი და შედეგი საოცარი იყო: პეპტიდს ისეთივე ძალა აქვს, როგორიც კაპტოპრილის (წამალი) დაბალ დოზას.
აღმოჩნდა, რომ კვერცხის ცილა ასევე აკონტროლებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს!
ასე რომ, კვერცხის ცილა ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და რეკომენდებულია მისი რეგულარული მოხმარება.
წნევის შესამცირებლად საუკეთესოა მაღალ ტემპერატურაზე მოხარშული კვერცხი. ეს ინფორმაცია ეფუძნება კვლევას, რომელმაც გამოიყენა პეპტიდი მაღალ ტემპერატურაზე.
დაგეგმილია შემდგომი კვლევები იმის დასადგენად, თუ რა გავლენას ახდენს კვერცხის ცილა ადამიანის სხეულზე და საერთო ჯანმრთელობაზე.
თუ თეორია სწორია, მაშინ კვერცხის ცილა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო წამალი მაღალი წნევის წინააღმდეგ!
გარდა ამისა, კვერცხის ცილა არის ბუნებრივი და ეკონომიური ვარიანტი, რომელსაც არ აქვს გვერდითი მოვლენები.
უძველესი დროიდან იყენებს ადამიანი კვერცხის ცილას, როგორც საკვებსა და სამკურნალო საშუალებას. ორგანიზმი მას ძალიან ადვილად ითვისებს - მასსი სულ 45 კკალორიაა. კვერცხის ცილა შეიცავს ბევრ B ჯგუფის ვიტამინებს და ქოლინს, რომელიც ჩვენი უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისა და სრულფასოვანი არსებობისთვის არის საჭირო.
ასევე შეიცავს D, H, K და B3 ვიტამინებს, ნატრიუმს, გოგირდს, ქლორს, კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, თუთიას, რკინას, სპილენძს, იოდს, მოლიბდენს, ქრომს, კობალტსა და მაგნიუმს.
ვიტამინი B3 აუმჯობესებს ნერვული უჯრედების მუშაობასა და ტვინის სრულფასოვან კვებას. K ვიტამინი განაპირობებს სისხლის ნორმალურ შედედებას.
კვერცხის ცილა ასევე მდიდარია ამინმჟავებით, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის ქსოვილებისა და უჯრედების ზრდასა და განახლებას, ამასთან ის პროტეინის საუკეთესო წყაროა, რომელიც ზრდის ორგანიზმში "კარგი" ქოლესტერინის დონეს, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედლებს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება.
კვერცხის ცილას მედიცინაში იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების დასამზადებლად, ლაბორატორიული კვლევებისთვის.