შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაეს წამალი გიხსნით ოსტეოქონდროზისგან და სამუდამოდ მოგაცილებთ მარილებს!!!

ეს წამალი გიხსნით ოსტეოქონდროზისგან და სამუდამოდ მოგაცილებთ მარილებს!!!

ეს წამალი გიხსნით ოსტეოქონდროზისგან და სამუდამოდ მოგაცილებთ მარილებს!!!

ძალიან გავრცელებულია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ოსტეოქონდროზი. საკუთარი დაკვირვებით მივხვდი, რომ ეს დაავადებები ჩვენი სიზარმაცის ბრალია. ჩემი 25 წლის ბიჭი მთელი დღე უმოძრაოდ ზის კომპიუტერთან და აზრადაც არ მოუვა, რომ ორგანიზმისთვის მოძრაობაა საჭირო. ასე იქცევა ახალგაზრდების უმრავლესობა. ხან წელს იტკივებს, ხან სახსრებს, ხან კისერს.

გადავწყვიტე, დავხმარებოდი და მოვუმზადე მცენარეული წამლები, რომლებითაც თავად მოვირჩინე წლების წინათ სახსრების ტკივილი:

  • 2ს/კ კაპუეტას ნედლ ფესვებს დაასხით იმდენი წყალი, რომ დაიფაროს,
  • წამოადუღეთ ერთი წუთით,
  • სითხე გადაღვარეთ — ის ძალიან მწარეა.
  • ფესვები დააქუცმაცეთ და ისევ დაასხით 700 მლ წყალი,
  • ადუღეთ იმდენი, რომ წყალი 0,5 ლიტრამდე დაიყვანოთ.
  • ამის შემდეგ დაუმატეთ დანამცეცებული 2 ს/კ ძირტკბილის ფესვები,თავდახურული შეაგრილეთ, გადაწურეთ.

ნახარში უნდა სვათ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი სამი კვირაა. ამის შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და ამზადებთ სხვა ნაყენს:

თანაბარი რაოდენობის პიტნის, შვიტის, ჭინჭრის, სამფერა იის, ბაბუაწვერას მიწისზედა ნაწილის, ძირას ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი. სვით 1/2-1/2 ჭიქა ნახარში 2-3-ჯერ დღეში.

ამ მკურნალობის ჩატარების შემდეგ, როგორც კი სახსრების ტკივილმა გამიარა, მაშინვე შევიცვალე ცხოვრების სტილი, დავიწყე აქტიური მოძრაობა, მეტს დავდიოდი ფეხით, ვცდილობდი, თავი არ ამერიდებინა ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც მეტ მოძრაობას ითხოვდა. თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე ისე შევეჩვიე ფეხით სიარულს, საკმაოდ შორ მანძილებზე დავდიოდი.

ახლა სამოცს ვუახლოვდები და თავს 30 წლის გოგოსავით ვგრძნობ. ჩემს შვილსაც იგივე მკურნალობა ჩავუტარე და ამბობს, რომ მართლაც უკეთ არის. მაგრამ სიზარმაცეს ჯერ ვერაფერს უხერხებს,ისევ ჯდომა ურჩევნია მოძრაობას. მოძრაობა კი სიცოცხლეა და თუ სხეულს მოადუნებთ, ყველა დაავადება ახალი ძალებით შემოგიტევთ. ვისაც სახსრები და ხერხემალი გაწუხებთ, ჩემი რჩევები გაითვალისწინეთ და მადლიერი დამრჩებით.

 ექიმის კომენტარი:

კაპუეტა ღორღიანი, თხელფენიანი ნიადაგისთვის არის დამახასიათებელი. ჩვენში საქონლის საკვებ მცენარედ ითვლება. მრავალწლიანია, აქვს დამუხლული, დატოტვილი ფესურა, რომელსაც გაზაფხულზე აგროვებენ. ფესურა შეიცავს პოლისაქარიდ ტრიტიცინს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!