სამშაბათი, ოქტომბერი 8, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეშავი წერტილების მოსაშორებლად მე ყოველთვის ამ ნიღაბს ვიყენებ! ის ძალიან ეფექტურია!

შავი წერტილების მოსაშორებლად მე ყოველთვის ამ ნიღაბს ვიყენებ! ის ძალიან ეფექტურია!

შავი წერტილების მოსაშორებლად მე ყოველთვის ამ ნიღაბს ვიყენებ! ის ძალიან ეფექტურია!

შავი წერტილები სახეზე საერთო პრობლემაა, რომელსაც ყველა ვაწყდებით. ისინი განსაკუთრებით ცხვირისა და ნიკაპის მიდამოებში გვიჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მექანიკური დასუფთავება გარკვეულწილად მათ მოცილებას ხელს უწყობს, ამის მიუხედავად შედეგები მაინც არ არის ისეთი, როგორიც ჩვენ გვსურს.

აქ მოცემულია ერთი-ერთი სწრაფად მოქმედი და ძალიან ეფექტური საშინაო საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ სახიდან შავი წერტილების მოცილებაში.

თქვენი კანისთვის აუცილებელია სახისა და სხეულის დატენიანება და სათანადო მოვლა. ლიმონის წვენისა და კვერცხის ცილის კომბინაცია უზრუნველყოფს აკნეს წინააღმდეგ ბრძოლის საოცარ შედეგებს. გამოიყენეთ ეს საოცარი რეცეპტი, რომ მოიშოროთ მომაბეზრებელი შავი წერტილები.

ლიმონის წვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა ბაქტერიებთან და ცხიმებთან საბრძოლველად. ეს ასევე დაგეხმარებათ პორების შემცირებაში, კანის გაბრწყინებასა და გამონაყარის მოცილებაში - განსაკუთრებით ჰიპერპიგმენტურ ადგილებში მზეზე ხანგრძლივი დროის გატარებით.

ცილებით მდიდარი კვერცხის ცილა შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც ხელს უწყობენ კოლაგენის აღდგენას, რის დახმარებითაც კანს კვებავს. იგი ასევე შთანთქავს ზედმეტ ზეთს, ამკვრივებს ფორებს და ქმნის გამამკვრივებელ ეფექტს. ითვლება, რომ ცილისა და ლიმონის ნიღბის რეგულარული მოხმარებით მოიშორებთ შავ წერტილებს და თეთრ ბუშტებს.

ამ ნიღაბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი სახის ინგრედიენტები:

  • ერთი კვერცხის ცილა (გული არ უნდა შევურიოთ)
  • ერთ ჩაის კოვზი ახალი ლიმონის წვენი

მომზადება და გამოყენება:

გამოყავით კვერცხის ცილა გულისგან და აურიეთ კოვზით ნაზად, შემდეგ დაამატეთ ლიმონის წვენი და კიდევ აურიეთ, რომ შეძლოთ მისი მარტივად გამოყენება (ლიმონი ასუფთავებს კანს და ასევე ამცირებს კვერცხის სუნს). დაიბანეთ სახე თბილი წყლით, რომ მოაცილოთ ჭუჭყი და გახსნათ ფორები. შემდეგ დაფარეთ სახე ნარევით, ტუჩებსა და თვალის არეზე შეხების გარეშე. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში (ან ცოტა მეტი), სანამ მთლიანად არ გაშრება. შემდეგ კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ნიღაბის ჩამობანვის შემდეგ წაისვით თქვენი ჩვეულებრივი სახის კრემი.

ყურადღება!

მწვავე აკნეს ან ღია ჭრილობის მქონე ადამიანებმა არ უნდა გამოიყენონ ეს ნიღაბი.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!