შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაგთავაზობთ რეცეპტს, რომლიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმაღლეში ზრდის სტიმულირებისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და კალციუმის...

გთავაზობთ რეცეპტს, რომლიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმაღლეში ზრდის სტიმულირებისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და კალციუმის დეფიციტის შესავსებად!

გთავაზობთ რეცეპტს, რომლიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმაღლეში ზრდის სტიმულირებისთვის, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და კალციუმის დეფიციტის შესავსებად!

დღევანდელ სტატიაში გაეცნობით ხალხური მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რეცეპტს, რომელსაც ჩემს გარშემო დღემდე საკმაოდ ბევრი ამზადებს და ნამდვილად კმაყოფილნი არიან მისი შედეგით.

რატომაც არა? სცადეთ თქვენც!

გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მომზადებული წამალიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებისთვის და არა მხოლოდ, ის გამოდაგდგებათ კლიმაქსურ პერიოდში, აგრეთვე ოსტეოპოროზის დროს, სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიების – ბრონქიტის, პნევმონიის, ტუბერკულოზის სამკურნალოდ.

მის მოსამზადებლად კი საჭიროა მხოლოდ: 20 ც ლიმონი, 12 კვერცხი (აუცილებლად თეთრნაჭუჭიანი), 300 გრ თაფლი (უმჯობესია ცაცხვის) და 1 ჭიქა კონიაკი.

კარგად გარეცხილი კვერცხები ჩააწყვეთ ქილაში და დაასხით 20 ც ლიმონის წვენი, ქილას თავზე დაახურეთ, მუქსა და სქელ ქაღალდში გაახვიეთ და მოათავსეთ ბნელ, გრილ ადგილას, მაგრამ არა სიცივეში. ასე უნდა გააჩეროთ, ვიდრე კვერცხის ნაჭუჭი ლიმონის წვენში არ გაიხსნება. ამას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

შემდეგ ნაჭუჭშემოცლილი კვერცხები ამოიღეთ ხსნარიდან, თაფლი იქამდე შეათბეთ, რომ გათხევადდეს და დაასხით ნაჭუჭისა და ლიმონის ხსნარს, კარგად მოურიეთ და კონიაკიც დაამატეთ. ისევ მოურიეთ, გადაასხით მუქ ქილაში და აუცილებლად მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.

მიიღეთ: 1კოვზი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.

თუ წამალს ზრდის სტიმულაციისთვის ან კალციუმის შესავსებად იყენებთ, საჭიროა ექვსთვიანი კურსის ჩატარება. თითო ულუფის მიღების შემდეგ დაისვენეთ ერთი კვირა (ეს დრო დაგჭირდებათ ახალი ულუფის მოსამზადებლად) და გააგრძელეთ მკურნალობა.

რჩევა: არ შეიძლება ერთბაშად რამდენიმე ულუფის მომზადება, რადგან წამალი სამკურნალო თვისებებს ერთ თვეში კარგავს. თუ კუჭის მწვავე დაავადებები გაწუხებთ, წამალმა შეიძლება გაგიღიზიანოთ ლორწოვანა.

ექიმის კომენტარი: კვერცხის ნაჭუჭი ბუნებრივი კალციუმის უნიკალური წყაროა . ნარევში იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში, სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის ნორმალურად მუშაობაში. ლიმონი გამხსნელის ფუნქციას ასრულებს და ამავდროულად ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავში, კონიაკს არაერთი სამკურნალო თვისება გააჩნია, ის აფართოებს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს ქსოვილებამდე საკვები ნივთიერებების (მათ შორის მიკროელემენტების) მიტანას.

თაფლი კი ამ რეცეპტში სტაბილიზატორის როლსაც ასრულებს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის უნიკალურ შემადგენლობაზე (მოგეხსენებათ, რომ თაფლი მდიდარია ყველანაირი ბიოაქტიური ნივთიერებით — ვიტამინებით, ელემენტებით, ამინომჟავებით).

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები