შაბათი, ნოემბერი 23, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაროგორ მოვიშოროთ მუცლის შებერილობა და ნაწლავის სპაზმები?! მე ამ საშუალებების წყალობით ამოვისუნთქე!

როგორ მოვიშოროთ მუცლის შებერილობა და ნაწლავის სპაზმები?! მე ამ საშუალებების წყალობით ამოვისუნთქე!

როგორ მოვიშოროთ მუცლის შებერილობა და ნაწლავის სპაზმები?! მე ამ საშუალებების წყალობით ამოვისუნთქე!

მე გახლავართ 35 წლის. ბოლო დროს კუჭ-ნაწლავმა შემაწუხა. ექიმმა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი დამისვა. გაზაფხულობით, როცა ბევრი ხილი და ბოსტნეული შემოდიოდა, პრობლემა განსაკუთრებით მიმწვავდებოდა.  შევჭამდი თუ არა, მეწყებოდა მუცლის ყურყური, შებერილობა, ნაწლავების სპაზმები და კუჭის შეკრულობა.

ექიმის რჩევები საკმარისი არ აღმოჩნდა და გადავწყვიტე, თავად მეშველა საკუთარი ჯანმრთელობისათვის. რაციონიდან გამოვრიცხე ლობიო, ბარდა, კომბოსტო, შებოლილი და ცხიმიანი საკვები, რადგან, ჩემი დაკვირვებით, ეს საკ- ვები ყველაზე მეტად მწყენს.

ხშირად მივირთმევ ხორბლის ფაფას, მაწონს, ხაჭოს. ვცდილობ, მიღებული საკვები იყოს თბილი - არც ცივი და არც ცხელი. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ უკეთესია საკვები მივიღო დღეში რამდენჯერმე და ერთ ჭამაზე არასოდეს დავნაყრდე ზომაზე მეტად. ასევე გამოცდილებამ მიჩვენა, თუკი რაიმეზე ვინერვიულებდი, მაშინვე თავს მახსენებდა ნაწლავური პრობლემებიც. კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დარღვევების მოგვარება საბოლოოდ მცენარეული საშუალებებით შევძელი.

გასწავლით რამდენიმე რეცეპტს:

  •  გოგრის გარჩეული თესლი დააქუცმაცეთ,
  • 3-4 ს/კდაქუცმაცებულ თესლს დაასხით 0,5 ლ წყალი,
  • ხარშეთ 15 წთ და მიიღეთ დღის განმავლობაში.

გაზების წარმოქმნას ამცირებს კამის თესლის ნაყენი:

  • 1 ს/კ კამის თესლს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი.
  • ნაყენი უნდა სვათ წყლის მაგივრად დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, ძალიან სასარგებლოა კარტოფილის და სტაფილოს ახალგამოწურული წვენი.

დილაობით, უზმოზე უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა, 10 დღის განმავლობაში. შემდეგი 10 დღის მანძილზე უნდა სვათ სტაფილოს ახალგამოწურული წვენი.

ამ მარტივი საშუალებებით დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და შემიძლია ვთქვა, რომ კუჭ-ნაწლავი საერთოდ აღარ მაწუხებს.

ექიმის კომენტარი:

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს, ადგილი აქვს ნაწლავთა მამოძრავებელი აქტივობის ფუნქციურ მოშლილობას და თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: ყაბზობა, დიარეა, მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი, რომელიც ცხრება დეფეკაციის შემდეგ.

ეს სინდრომი უფრო ხშირია 25-45 წლის ასაკის ქალებში, თუმცა გვხვდება მოხუცებსა და ბავშვებშიც. ამ სინდრომის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ნერვული სისტემის მდგომარეობასაც უკავია, ამიტომ იყო, რომ როგორც მკითხველი აღნიშნავს, ნერვული აღგზნებისას დაავადება მწვავდებოდა.

რაც შეეხება მცენარეულ რეცეპტებს, გოგრა ხალხურ მედიცინაში ცნობილია, როგორც ვიტამინებით, მინერალებით და ორგანული მჟავებით მდიდარი მცენარე, რომელსაც მრავალმხრივი სამედიცინო გამოყენება აქვს:

აწესრიგებს საჭმლის მონელებას, აცხრობს ანთებით პროცესს მსხვილ ნაწლავში, ხსნის ნაღვლის ბუშტის ატონიას, კარგ შედეგს იძლევა ღვიძლის, თირკმელების დაავადებების, პოდაგრისა და ათეროსკლეროზის დროს. კამის თესლი მეტეორიზმის სამკურნალო საუკეთესო საშუალებაა. კარტოფილისა და სტაფილოს წვენები კი უხდება გულძმარვას, აცხრობს კუჭისა და ნაწლავების ანთებებს.

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!