შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობა"მქონდა ტკივილები თეძოს არეში. ექიმმა დამისვა მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთების დიაგნოზი! ხოლო მდგომარეობა...

“მქონდა ტკივილები თეძოს არეში. ექიმმა დამისვა მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთების დიაგნოზი! ხოლო მდგომარეობა საგრძნობლად მხოლოდ მას შემდეგ გამიუმჯობესდა, რაც არყის ფოთლებით დავიწყე მკურნალობა

“მქონდა ტკივილები თეძოს არეში. ექიმმა დამისვა მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთების დიაგნოზი! ხოლო მდგომარეობა საგრძნობლად მხოლოდ მას შემდეგ გამიუმჯობესდა, რაც არყის ფოთლებით დავიწყე მკურნალობა”

მქონდა ტკივილები თეძოს არეში. ექიმმა დამისვა მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთების დიაგნოზი. დამინიშნეს ისეთი საცხით დაზელვა, რომელიც მიცხელებდა მტკივან ადგილს. ამასთან ერთად ვისვამდი ხრტილის აღმდგენ წამლებს თითქმის 3 თვის განმავლობაში. თუმცა, მდგომარეობა საგრძნობლად მხოლოდ მას შემდეგ გამიუმჯობესდა, რაც არყის ფოთლებით დავიწყე მკურნალობა.

არყის ფოთლები დაამუშავეთ მდუღარე წყლის ორთქლით, შემდეგ სველივე გაახვიეთ დოლბანდის ან ტილოს ნაჭერში და დაიფინეთ მტკივან სახსარზე. შეიხვიეთ მშრალი ნაჭრით და გაიჩერეთ რამდენიმე საათი. ასეთი პროცედურები ჩავიტარე 10-ჯერ და ტკივილმაც გამიარა, სახსარიც თითქოს გამეხსნა.

და კიდევ: საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სახსრებზე, ხერხემალსა და სისხლძარღვებზე ძალიან კარგად მოქმედებს წყლის პროცედურები. დავიწყე ცურვაზე სიარული და, ასაკის მიუხედავად, თითქოს ხელახლა დავიბადე. თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სახსრების ანთების გამწვავების პერიოდში არ შეიძლება გრილ წყალში ჩასვლა.

იმედია გამოგადგებათ ჩვენი რჩევები!

ექიმის კომენტარი: არყის ხე საქართველოს მაღალმთიანეთში ფართოდაა გავრცელებული. არყის ფოთლები, კვირტი, ქერქი და მერქანი შეიცავს სამკურნალო ნივთიერებებს, რომლებიც არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

დადგენილია, რომ არყის კვირტები შეიცავს ჯერ კიდევ მცირედ შესწავლილ ოფლმდენ და შარდმდენ ნივთიერებებს, აგრეთვე არომატულ ეთერზეთებსა და ფისს. შარდმდენი ეფექტი აღინიშნება თირკმლების გაღიზიანების გარეშე, რასაც ზოგ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

არყის კვირტების ნაყენს ჩაის მსგავსად ამზადებენ: 1 ჩ/კ კვირტებს ასხამენ ნახევარ ჩ/ჭ ადუღებულ წყალს და მიღებულ ნაყენს სვამენ დღის განმავლობაში გაციების დროს. ხალხურ მედიცინაში არყის კვირტების ღვინიან ნაყენს ურჩევენ შესაზელად სახსრების მტვრევის შეგრძნების დროს. არყის ფოთლებზე მოხვედრილი მავნე ბაქტერიები 3 საათის განმავლობაში იხოცება. არყის მერქნისა და ქერქის მშრალი გამოხდით (უჰაერო გარემოში მაღალ ტემპერატურაზე გახურებით) მიიღება მუქი სითხე — ხის კუპრი, რომელიც ვიშნევსკის ცნობილი მალამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ეს მალამო ფართოდ გამოიყენება ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალოდ. ხის კუპრი, თავისი ანტისეპტიკური ბუნების გამო, ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მედიცინაში ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

რჩევა!: არყის ფოთლების დაკრეფა უმჯობესია გაზაფხულზე, როცა ფოთლები ჯერ ისევ ჩვილია. ხოლო ფოთლებისა და კვირტების სპირტიან ნაყენს იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, თირკმელების პათოლოგიების დროს, აგრეთვე პარაზიტი ჭიების (ასკარიდების) წინააღმდეგაც.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები