შაბათი, მაისი 18, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაყველაზე იაფი საშუალება შეკრულობის სამკურნალოდ! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

ყველაზე იაფი საშუალება შეკრულობის სამკურნალოდ! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

ყველაზე იაფი საშუალება შეკრულობის სამკურნალოდ! ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!

შეკრულობა სულაც არ არის სახუმარო რამ. მისი მიზეზი შეიძლება იყოს: კვების რაციონში ბოჭკოს ან სითხის დეფიციტი; სტრესი; მედიკამენტები, რომლებიც აძლიერებს ყაბზობას; ცხოვრების ჰიპოდინამიური წესი.

ნაწლავების ყოველდღიური დაცლა ბევრს ნორმად მიაჩნია, — ამბობს დოქტორი მარტინ შუსტერი, ბალტიმორის სამედიცინო ცენტრის საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელი, — ეს შეცდომაა. ნაწლავების დაცლის მოთხოვნილება ყველა ადამიანს სხვადასხვა აქვს: ზოგიერთს — დღეში სამჯერ, ზოგიერთს — კვირაში სამჯერ“.

იღებთ თუ არა საკმაო სითხეს?

პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა შეკრულობის დროს, ის არის, რომ საკუთარი კვების რეჟიმი შეამოწმოს. შეკრულობასთან საბრძოლველი მთავარი იარაღია ბოჭკო და სითხე. აუცილებელია მათი დიდი რაოდენობით მიღება, რათა ფეკალური მასები დარბილდეს და თავისუფლად გამოვიდეს მსხვილი ნაწლავიდან.

რამდენია საჭირო?

ნაწლავებმა ნორმალურად რომ იმუშაოს, მოზრდილი ადამიანი დღე-ღამეში მინიმუმ 6 (სასურველია 8) ჭიქა სითხეს უნდა იღებდეს, — მიაჩნიათ ამერიკელ დიეტოლოგებს. შეიძლება ნებისმიერი სითხე, მაგრამ წყალი ყველას სჯობია. – ამერიკის დიეტოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, ზრდასრულმა ადამიანმა დღე-ღამეში 20-35 გრამი ბოჭკო უნდა მიიღოს, ხოლო მან, ვისაც შეკრულობა აწუხებს, სულ ცოტა, 30 გრამი.

ვარ 45 წლის ქალი, ბოლო რამდენიმე წელი ძალიან შემაწუხა ყაბზობამ (კუჭის შეკრულობამ), ამასთან ერთად გულიც არ მქონდა კარგად, წელსაც ვიტკივებდი ხოლმე, უმადობაც მჭირდა და საერთოდ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მქონდა კარგი.

ხალხური მედიცინის წიგნში წავიკითხე, რომ კუჭის შეკრულობის დროს ძალიან კარგია კიტრი. ყოველ დილას ერთ ცალ საშუალო ზომის კიტრს ვფცქვნიდი და ვხეხავდი წვრილ სახეხზე. მიღებულ პიურეს ვჭამდი უზმოზე. ასე გავაგრძელე ორი კვირა.

მინდა დამიჯეროთ — არ ვაჭარბებ, რაც კი მაწუხებდა, ყველაფერზე მიშველა: კუჭის მოქმედება გამომისწორდა, წელის ტკივილი მომეხსნა, გულიც აღარ მახსენებს თავს. ნამდვილად არ ვიცოდი თუ ჩვეულებრივი ბოსტნეული ასეთი უებარი წამალი გამოდ- გებოდა. თქვენც სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ! სცადეთ და მერწმუნეთ არასდროს ინანებთ!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები
შეიძლება დაგაინტერესოთ
ავიაბილეთები

ყველაზე პოპულარული

დაკოპირება ისჯება კანონით ! !