შაბათი, ივლისი 27, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeსილამაზეჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები, ამისთვის კი ხალხური საშუალების...

ჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები, ამისთვის კი ხალხური საშუალების გამოყენება გვირჩიეს!

ჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები, ამისთვის კი ხალხური საშუალების გამოყენება გვირჩიეს!

ჩემს ქალიშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სახის კანთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც გარდატეხის ასაკში განსაკუთრებით გაუმწვავდა. ყველას გვეგონა, ასაკი ჩაივლის და ყველაფერი თავისთავად მოგვარდებაო, მაგრამ ამაოდ, რასაც ძლიერ განიცდიდა.

ანტიმიკრობულსა და ანთების საწინააღმდეგო ნიღბებს ხმარობდა. მცირე უკეთესობა ნამდვილად დაეტყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კანი ისევ იცვლიდა იერს.

ბოლოს დავადგინეთ: კანის გარეგანი გაწმენდა ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში ყოფილა, როდესაც შინაგანი გამღიზიანებელი განიკურნება, ამისთვის კი ხალხური საშუალების გამოყენება გვირჩიეს.

აი რეცეპტიც: თანაბარი რაოდენობის გვირილის, ოროვანდის, არყის ხის ფოთლების და მინდვრის შვიტის 2 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დადგით 2-3 საათი, გადაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

ამავე ნაკრებისგან უნდა მოამზადოთ სახის კრემიც: 1 ჩ/კ ნარევი კარგად დაფხვენით და დაუმატეთ 4 ჩ/კ ნაღების კარაქი, თქვიფეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და წაისვით კანზე დილით, თბილი წყლით პირის დაბანის შემდეგ. როგორც ნაყენი, ისე კრემი განსაკუთრებით უხდება მშრალ კანს. ცხიმიანს — ნაკლებად. ჩემი ქალიშვილი ასე რამდენიმე თვე მკურნალობდა და გასაოცარი შედეგი მიიღო — კანი ისეთი გლუვი და პრიალა გაუხდა, დეფექტის ნაკვალევიც კი აღარსად დარჩა.

იქნებ თქვენც გამოგადგეთ და ჩვენსავით კმაყოფილნი დარჩეთ! უბარლოდ სცადეთ ნამდვილად არაფერს დაკარგავთ ამით

ექიმის კომენტარი: კანის მდგომარეობა მართლაც ბევრადაა დამოკიდებული ორგანიზმის შინაგან მდგომარეობაზე, განსაკუთრებით კი კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობაზე, ამიტომ ვისაც კანის პრობლემები აქვს, აუცილებლად უნდა მოიწესრიგოს კუჭის მოქმედება. მცენარეული ნაკრები, რომელიც მკითხველმა მოგვაწოდა, ხალხურ მედიცინაში საკმაოდ გავრცელებულ და მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური ეფექტით ცნობილ მცენარეებს შეიცავს.

ეს მცენარეები ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ნაღველმდენი, შარდმდენი, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი, ანტისპაზმური, საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელი ეფექტით. ამ ნაკრების მოქმედება დადებითად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, რაც აუცილებლად კარგ შედეგს მოგვცემს კანის დაზიანების მკურნალობისას.

Facebook კომენტარები
კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები