სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
aviabiletebi aviabiletebi
aviabiletebi
Homeჯანმრთელობაფრჩხილის ჩაბრუნების მკურნალობა მარტივად და ეფექტურად..აღარაა საჭირო ქირურგთან მისვლა

ფრჩხილის ჩაბრუნების მკურნალობა მარტივად და ეფექტურად..აღარაა საჭირო ქირურგთან მისვლა

ფრჩხილის ჩაბრუნების მკურნალობა მარტივად და ეფექტურად..

როდესაც ფრჩხილი კანში ჩაიზრდება, კანის სტრუქტურა ირღვევა, რაც იწვევს ტკივილს, შეშუპებას, გაღიზიანებასა და მგრძნობელობის მომატებას. სამედიცინო ტერმინოლოგიით ამ დაავადებას ონიქოკრიპტოზს უწოდებენ. თუ პრობლემას თავიდანვე არ მიაქცევთ ყურადღებას, შესაძლოა უფრო გართულდეს, უკეთეს შემთხვევაში საქმე ოპერაციამდე, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, თითის ამპუტაციამდეც მივიდეს.

რას გვთავაზობს ხალხური მედიცინა ფრჩხილის ჩაბრუნების დროს:

გიზიარებთ გამოცდილებას_ “ჩემს ქალიშვილს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა ფრჩხილების ჩაბრუნება ორივე ფეხის ცერზე. ექიმთან ვერაფრით მივიყვანე — ძალიან ეშინოდა. ამიტომ იძულებული გავხდი, ხალხური სამკურნალო საშუალებები მეძებნა. ერთმა ნაცნობმა მასწავლა

რეცეპტი: ერთმანეთში უნდა ავურიოთ თითო სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი, ხახვი, ალოე, დამდნარი კარაქი და თაფლის სანთელი. ეს ყველაფერი წამოვადუღოთ 2 წუთი, თან ხის კოვზით ვურიოთ. შემდეგ შევაგრილოთ, სქლად დავიდოთ ჩაზრდილ ფრჩხილზე და მის ირგვლივ კანზე, შემოვიხვიოთ კომბოსტოს თხელი ფურცელი, რომელიც წინასწარ მსუბუქად უნდა დავჟეჟოთ, შემდეგ ცელოფანით, ბინტით და შალის ქსოვილით შევიხვიოთ. ამგვარად თითი ჩახურდება. ეს პროცედურა სრულ გამოჯანმრთელებამდე უნდა ჩავიტაროთ. შემდეგ ფრჩხილი ფრთხილად შემოვჭრათ და დავიმუშაოთ წყალბადის ზეჟანგით. ჩემს შვილს ამ წამლით ვუმკურნალე და ფრჩხილები ისე მოვურჩინე, რომ ჩაბრუნების კვალიც აღარ ეტყობა.”

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

კომპენსაცია ფრენებზე
კომპენსაცია ფრენებზე
ავიაბილეთები
Don`t copy text!