გიზიარებთ სარეცხი საპნისგან დამზადებული მალამოს რეცეპტს, რომლის მეშვეობითაც თავადვე ვმკურნალობ საკუთარ თავს!
დღევადელ სტატიაში გვინდა გაგიზიაროთ საკმაოდ მარტივი და ამავდროულად ეფექტური ხალხური მალამოს რეცეპტი, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სარეცხი საპნისგან მზადდება. აღნიშნული მალამო ეფექტურად უმკლავდება ისეთ შემაწუხებელ პრობლემებს, როგორიცაა აკნე, ძირმაგარა და კანის სხვადასხვა სახის ანთებითი პრობლემები.
აღნიშნული მალამოს მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, თუმცა რაც მთავარია ყველა ინგრედიენტი თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის!
მალამოს მომზადება ნამდვილად არ წაგართმევთ დიდ დროს, უბრალოდ გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და მიჰყევით მომზადების ინსტრუქციას.
მანამდე კი მის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები ასე გამოიყურება:
- 1 სარეცხი საპონი (ასევე შეგიძლიათ თხევადი სარეცხი საპონიც გამოიყენოთ). ყველაზე მუქი შეფერილობის.
- ფუტკრის ცვილი
- თაფლი
- პროპოლისი
- მუმიო (იყიდება აფთიაქებში, ერთი აბი 2 გრამია).
- მზესუმზირის ზეთი ან მცენარეული ზეთი, მაგ. სელის ზეთი.
მომზადების პროცესი კი შემდეგია:
- თავდაპირველად დადგით წყლით სავსე ქვაბი გაზქურაზე. სანამ წყალი დუღდება, სამკურნალო მალამოს მომზადებას შეუდექით.
- აიღეთ საკმაოდ ღრმა და ფართო ჭურჭელი და ქვაბში ჩადეთ. საპნის ნატეხი კი სახეხზე გახეხეთ. ზუსტად 2 ს.კ კოვზი გახეხილი საპონი დაგჭირდებათ. ამის შემდგომ უკვე 10 გრ ფუტკრის ცვილი დაუმატეთ, თვალის ზომით დაახლოებით 1 სუფრის კოვზი დაგჭირდებათ.
- აიღეთ 1,5 ს.კ თაფლი და ისიც ჭურჭელში მოათავსეთ, შემდეგ 1 აბი მუმიო და ¼ ჩ/კ პროპოლისი დაუმატეთ. უკვე ბოლოს კი 1 ჩ.კ ზეთიც ჩაასხით.
- საბოლოოდ აურიეთ და წყლის ორთქლზე ხარშეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ნელა და ზომიერად მოურიეთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში კარგად რომ შეერევა მალამოც მზადაა.
- ამის შემდგომ შეგიძლიათ სუფთა ქილაში გადაიტანოთ და ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ.
გამოყენების პროცესი:
თუ ძირმაგარა გაწუხებთ, აღნიშნული მალამო ღამით პრობლემურ ადგილას წაისვით. ზემოდან ბამბის ქსოვილი დააფარეთ და პოლიეთილინით კარგად დააფიქსირეთ. ამ მეთოდის დახმარებით 3-4 დღეში ძირმაგარა გაქრება.
რჩევა!
თუ ზოგადად არ ხართ დარწმუნებულნი მალამოში გამოყენებული ინგრედიენტების მიმართ ხართ თუ არა ალერგიული. მის სრულ გამოყენებამდე, მცირე რაოდენობით იდაყვზე დაიტანეთ და გარკვეული დრო დაელოდეთ მიმდებარედ კანი ხომ არ გაგიწითლდათ ან ალერგიული ფონი ხომ არ გამოიწვია.
კიდევ ერთი გაფრთხილება: მალამო არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ღია ჭრილობაზე!